ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
თბილისში ჯანმრთელი ცხოვრების დღე აღინიშნა
12/03/2014
პრესრელიზი

12 მარტი,2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
მაია ჩიტაშვილი,
593 260609;
maiko@publicity.ge
ეკა ჩიქობავა
(+995 32) 259 67 02
ფაქსი : (+995 32) 259 67 03
ფოსტა : info@sxivi.ge

12 მარტი ჯანმრთელი ცხოვრების დღეა

12 მარტს სკოლა-ლიცეუმ "სხივში" ჯანმრთელი ცხოვრების დღე აღნიშნეს.

მთელი დღის განმავლობაში "სხივის" მოსწავლეები ჩართული იყვნენ სხვადსხვა ღონისძიებებში. პატარებს მიეწოდათ ინფორმაცია ჯანმრთელ კვებაზე, სპორტულ ცხოვრებაზე, ჯანმრთელ გარემოსა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე.

მშობლებთან ერთად სკოლაში მრავალი საინტერესო აქტივობაც გაიმართა.

განსაკუთრებული საჩუქარი კი პატარებს ანანდა იოგას ცენტრმა გაუკეთა. სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეულმა ინდოელმა  ინსტრუქორმა მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ღია გაკვეთილი ჩაუტარა იოგის საფუძვლებსა და საბავშვო იოგაში (KIDS YOGA). ღია გაკვეთილის დაწყებამდე ცენტრის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ აუხსნა პატარებს ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობა. ცენტრის წარმომედგენელმა მშობლებსა და პატარებს კონსულტაცია გაუწია იოგის ვარჯიშების მნიშვნელობაზე და თუ რა როლი აქვს საბავშვო იოგას პატარების ფიზიკურ განვითარებაში.

პრაქტიკული მეცადინეობის შემდეგ კი საუკეთესო მონაწილე მშობელსა და მოსწავლეს სასაჩუქრე სერთიფიკატიც გადაეცათ. გამარჯვებული  სხიველები ფიზიკურ მეცადინეობას უკვე  ანანდას კლუბში გააგრძელებენ.

 

 

 

 

1992 წლის 30 ივლისს საქართველოსა და თურქეთს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ეკონომიკის, განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობისა და კეთილმეზობლობის შესახებ, რომლის შედეგადაც უკვე 2003 წელს ფუნქციონირება დაიწყო სკოლა-ლიცეუმმა სხივმა.

საქართველოს ერთ-ერთი წარმატებული სკოლა უკვე წლებია აქტიურადაა ჩართული მომავალი თაობის არამარტო ინტელექტუალურ აღზრდასა და განვითარებაში, არამედ ყველა პირობას უქმნის მოზარდებს, რათა ისინი ჯანმრთელ და ფიზიკურად სრულყოფილ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ.

წაკითხულია: 2768