პრესრელიზი
3 აპრილი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
2727224
press@moe.gov.ge
თბილისში „გარემო და უსაფრთხოების ინიციატივის" რეგიონული შეხვედრა იმართება
[PUBLICITY.GE] თბილისი, 3 აპრილი, 2012 - სასტუმრო „მერიოტში" რეგიონული შეხვედრა „გარემო და უსაფრთხოების ინიციატივა სამხრეთ კავკასიაში" დაიწყო, რომელიც გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ზედგინიძემ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ, ეუთოს გარემოსდაცვითი და ეკონომიკური მიმართულების კოორდინატორმა გორან სვილანოვიჩმა და გაეროს ელჩის მოადგილემ სოფიო ქემხაძემ გახსნეს.
საქართველოში 2008 წლიდან ეუთოს მისიის მხოლოდ გარემოსდაცვითი ნაწილი განაგრძობს ჩვენ ქვეყანაში მუშაობას „გარემო და უსაფრთხოების ინიციატივის" სახით. საქართველოში რეგულარულად იმართება სამხრეთ კავკასიაში „გარემო და უსაფრთხოების ინიციატივის" შეხვედრები, რომლის მიზანსაც წარმოადგენს საქართველოში ეუთოს გარემოსდაცვითი მიმართულების „გარემო და უსახრთხოების" ინიციატივის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების, 2011 წლის სამუშაო პროგრამის განხილვა და სამომავლო ქმედებების დასახვა.
შეხედრაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის გარემოს დაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების დელეგაციები, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP), ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO), გარემო და უსაფრთხოების ინიციატივის (ENVSEC Initiative), გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE), საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის აღმოსავლეთ პროგრამის (ENPI), ბუნებნის დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN), ავსტრიის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის ოფისის, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus), ორჰუსის ცენტრების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
რეგიონული შეხვედრა ორდღიანია და 4 აპრილს დასრულდება.