პრესრელიზი
8 მაისი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
მზია შარაშიძე:
+995 32 2201122 / Ext. 503
+995 577 222727
f+995 32 2201122 / Ext. 110
mailto:keti.petriashvili@redix.ge
http://www.redix.ge/
თეატრალური პრემია „დურუჯის" მოსაპოვებლად 30 კანდიდატი იბრძოლებს
თეატრალური პრემია "დურუჯის" ლაურეატების გამოსავლენად განაცხადების მიღება დასრულდა. დაჯილდოების ცერემონია ბანკ „რესპუბლიკასთან" არსებული საქველმოქმედო ფონდ "ცისკრის" და კომპანია „რედიქსის" ინიციატივით უკვე მეოთხედ იმართება. წელს პრემიის გაცემის პირობებში ცვლილება შევიდა: „დურუჯის" ნომინაციებს კიდევ ერთი - საუკეთესო მხატვრის ნომინაცია დაემატა. პრემიაზე წარდგენილი კანდიდატების სრულ სიას ორგანიზატორები პრესკონფერენციაზე სამშაბათს, 8 მაისს, 13:00 საათზე, კომპანია „რედიქსის" ოფისში წარადგენენ, მისამართზე: ვაჟა-ფშაველას #71.
განაცხადების მიღების ვადა 30 აპრილს ამოიწურა. სულ შემოტანილ იქნა 19 თეატრის 30 განაცხადი. ივნისის დასაწყისში შედგება ნომინანტთა `მოკლე ნუსხა~ თითოეული ნომინაციისთვის:
`4 წლის წინ პრემია „დურუჯი" მხოლოდ ერთ ლაურეატს გადაეცემოდა. შარშან ლაურეატების რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა, წელს კი კიდევ ერთი ნომინაცია დავამატეთ - წლის საუკეთესო მხატვარი. ჩვენ არ ვღალატობთ დაპირებას და ვცდილობთ ყოველწლიურად დავხვეწოთ არა მხოლოდ პრემიის გაცემის პირობები, არამედ გავზარდოთ იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც წლის განმავლობაში თეატრალურ სფეროში შეტანილი ღვაწლი დაუფასდება. როგორც ხედავთ, „დურუჯი" ისევ იზრდება და ვითარდება~ _ აცხადებს `დურუჯისა~ და საქველმოქმედო ფონდ `ცისკრის~ დამფუძნებელი ბატონი ლაშა პაპაშვილი.
პრემიაზე წარდგენილი კანდიდატების სია 8 მაისიდან შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდებზე: www.redix.ge, http://www.24saati.ge/, www.fortuna.ge და გაზეთში `24 საათი~.
თეატრალური პრემია `დურუჯის~ პარტნიორია კომპანია `რედიქსი~; საინფორმაციო მხარდამჭერები - ტელეკომპანია `რუსთავი 2~, გაზეთი `24 საათი~, რადიო `ფორტუნა~; მხარდამჭერები - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ბანკი „რესპუბლიკა", `ჯეოსელი~, ველნესცენტრი „კლუბი 71", გამომცემლობა „დიოგენე", საიუველირო მაღაზიათა ქსელი „ბაკარა", GD ALCO, `ისი-პარი~, `ფრეზია~, `ირაკლი წულაძე ქანდაკება~.