თეგეტა კომფორტი - ავტომობილის შეკეთება უკვე სერვისცენტრში მისვლის გარეშეა შესაძლებელი
პრესრელიზი
28 მაისი,2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
დიანა ველენგურსკაია
„თეგეტა მოტორსის"
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი:
599 47 48 54
თეგეტა კომფორტი - ავტომობილის შეკეთება უკვე სერვისცენტრში მისვლის გარეშეა შესაძლებელი
„თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს ავტომობილის შეკეთებას უკვე სერვისცენტრში მისვლის გარეშე სთავაზობს.
„თეგეტა კომფორტი" ეს არის მომსახურება ძირითადად საქმიანი ადამიანებისთვის, რომლებსაც არ აქვთ დრო თავად მიიყვანონ ავტომობილი სერვისცენტრში.
აღნიშნული პროდუქტის შემოთავაზებით კომპანია განსაკუთრებულ კომფორტს ქმნის მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია დროის დაზოგვა, პრიორიტეტულია კომფორტი და სურს თავი აარიდოს სერვის ცენტრში პრობლემების გადაჭრის პროცედურებს.
„თეგეტა კომფორტი" გულისხმობს ავტომობილის მომსახურებას მომხმარებლის სერვის ცენტრში მისვლის გარეშე. „თეგეტა მოტორსის" პერსონალური მენეჯერი მიაკითხავს ავტომობილს მომხმარებლისთვის სასურველ მისამართზე თბილისის მაშტაბით და თავად უზრუნველყოფს მის სერვის ცენტრში გადაყვანას და შეკეთებას.
მომხმარებლის კმაყოფილება პრიორიტეტულია კომპანიისთვის, ამიტომ პერსონალური მენეჯერი სატელეფონო კომუნიკაციის საფუძველზე დეტალურად ახდენს მომხმარებლის ინფორმირებას სერვის ცენტრში მიმდინარე პროცესების შესახებ, ასევე ატყობინებს საჭირო ჩასატარებელი სამუშაოების ჩამონათვალსა და ღირებულებას. ავტომობილის შეკეთება მხოლოდ მომხმარებლის მხრიდან მიღებული დასტურის შემდეგ იწყება.
„თეგეტა მოტორსის" ახალი სერვისით სარგებლობა მარტივია. მომსახურების მისაღებად მომხმარებელმა უნდა დარეკოს „თეგეტა მოტორსის" ქოლ ცენტრში ტელეფონის ნომერზე 2 26 44 44, აწვდის საჭირო პირად მონაცემებს, ინფორმაციას ავტომობილის შესახებ და ირჩევს სასურველ მომსახურებას.
პერსონალური მენეჯერი მიდის მომხმარებლისთვის სასურველ მისამართზე, იბარებს ავტომობილს, რომელზეც მთლიანად იღებს პასუხიმგებლობას კომპანია და უზრუნველყოფს მის ტრანსპორტირებას „თეგეტა მოტორსის" ცენტრალურ ფილიალში. აღსანიშნავია, რომ ავტომობილი ტრანსპორტირების დროს დაზღვეულია.
მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს, თუ რა საშუალებით სურს ავტომობილის ტრანსპორტირება, ევაკუატორით თუ პერსონალური მენეჯერის დახმარებით. პერსონალური მენეჯერის მიერ ავტომობილის გადმოყვანის ღირებულება 10 ლარია, ხოლო ევაკუატორით ტრანსპორტირება 50 ლარი ღირს.
თეგეტა კომფორტი - დაზოგე დრო, შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში მისვლის გარეშე!