პრესრელიზი
13 აგვისტო, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
დიანა ველენგურსკაია
მობ: 599 47 48 54
თეგეტა მოტორსმა 5-ის ნაცვლად, სტუდენტური კონკურსის 8 გამარჯვებული დაასაქმა
[PUBLICITY.GE] თბილისი, 13 აგვისტო, 2012 - კომპანია „თეგეტა მოტორსის" ღია ვერანდაზე სტუდენტური პროექტის „დაიწყე კარიერა წარმატებით" დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებაზე ასევე გამოვლინდნენ ბლოგერების კონკურსის „მე და ავტოსპორტი" გამარჯვებულები.
ღონისძიებაზე გამოვლინდა ვინ გახდა კომპანიის რჩეული და პროექტის „დაიწყე კარიერა წარმატებით" საბოლოო გამარჯვებული. „თეგეტა მოტორსმა" 5-ის ნაცვლად, კონკურსის 8 გამარჯვებული დაასაქმა. ფინალისტები „თეგეტა მოტორსის" გენერალურმა დირექტორმა: გიორგი მშვილდაძემ დაჯილდოვა. გამარჯვებული სტუდენტები გაივლიან 2 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას „თეგეტა მოტორსის" სხვადასხვა დეპარტამენტებში, დასაქმდებიან კომპანიის სტრატეგიული განვითარების პროექტებში და შეურთდებიან ერთ-ერთ მოწინავე გუნდს. „ბლოგერების კონკურსის" გამარჯვებულები კი გაემგზავრებიან ქ. ბათუმში „ბრიჯსტოუნის შავი ზღვის თასის" გრანდიოზულ ღონისძიებაზე დასასწრებად.
ღონისძიებაზე სპეციალურად შექმნილ სასიამოვნო გარემოში სტუდენტებმა უკეთ გაიცნეს ერთმანეთი და პროექტის მსვლელობისას მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარეს კომპანიის მენეჯმენტს. დაჯილდოვების ცერემონიალის შემდეგ გამარჯვებულმა სტუდენტებმა საზეიმო ვითარებაში გაჭრეს ტორტი. საღამოს მუსიკალურად აფორმებდა ჯაზ ბენდი, ხოლო სტუმრებს კოქტეილებით უმასპინძლდებოდა ღონისძიებისთვის მოწვეული ბარმენი.