ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
თეთრეულისა და სახლის აქსესუარების მწარმოებელი ფრანგული ბრენდი - ივეს დელორმე (Yves Delorme) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
09/06/2010

 
პრესრელიზი

9 ივნისი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
თამუნა კალანდარიშვილი
პიარ მენეჯერი 
მომენტუმ ჯორჯია
ვაჟა-ფშაველას გამზ #71, IV სართ, BCV
(+995 32) 207 355
(+995 99) 263 797
(+995 77) 561 500


თეთრეულისა და სახლის აქსესუარების მწარმოებელი ფრანგული ბრენდი - ივეს დელორმე (Yves Delorme) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა

[PUBLICITY.GE] თბილისი, 9 ივნისი, 2010 - თეთრეულისა და სახლის აქსესუარების მწარმოებელი ფრანგული ბრენდი - ივეს დელორმე საქართველოს ბაზარზე შემოვიდა.  მაღაზია, რომელიც ბრენდის ოფიციალურ ‘'ფრენჩაიზინგს'' წარმოადგენს სანაპიროს ქუჩა #2-ში მდებარეობს. მას ამჯერად, ე.წ. ‘'სატესტო'' გახსნა აქვს. ამ ფაქტთან დაკავშირებით, 10 ივნისს, თბილისში მხოლოდ ერთი დღით, ჩამოდის ბრენდის რეგიონალური მენეჯერი ამიერკავკასიაში - სლავა ზაიცევი. ამ ეტაპზე, მაღაზიაში წარმოდგენილია საბაზო კოლექცია, რომელიც ყველა ახალ კოლექციაში ძირითად ხაზად რჩება და ათი წლის განმავლობაში უცვლელია.

ივეს დელორმე მსოფლიოში აღიარებული, დახვეწილი, ევროპული თეთრეულისა და სახლის აქსესუარების მწარმოებელი კომპანიაა. ის ფრანგული ფირმა - ფრემაუხ დელორმეს წარმომადგენელია, რომელიც მაღალხარისხიან თეთრეულს 1845 წლიდან აწარმოებს.

ივეს დელორმე -ის მიერ ნატურალურ, ექსკლუზიურ ძაფისგან წარმოებულ პროდუქციაში აისახება სახლის ტექსტილის ხელოვნება, რომელიც ულამაზეს ტრადიციულ მასალებთან ერთად, კომბინირებულია უახლესი ტექნიკური ინოვაციებით. ივეს დელორმე -ი ელეგანტურობისა და მშვენიერების სიმბოლოა მთელს მსოფლიოში. მაღაზიები შანხაიში, ტაივანში, პარიზსა და მოსკოვში საერთო კონცეფციით ხასიათდება. ბრენდს მსოფლიოს 45 ქვეყანაში 450 მაღაზია აქვს. ბრენდის კოლექციები აერთიანებს სამ ძირირად მიმართულებას: ‘'კლასიკა'', ‘'რომანტიზმი'' და ‘'დეკო''. ‘'ივ დელორმის'' თეთრეულის გამძლეობა და ფუფუნება აღაფრთოვანებს ბრიტანეთის სამეფო ოჯახსა და არაბ შეიხებს. ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავები: მადონა, კიმ ბესინჯერი, შერონ სტოუნი, დემი მური, ჯონ ტრავოლტა, კევინ კოსტნერი და ბევრი სხვა აღმერთებენ ამ ბრენდს.  ივეს დელორმე სპეციალურად კენზო-ს სახლისთვის ქმნის კოლექციებს.

2001 წელს, ივეს დელორმე, როგორც ელიტარული საზოგადოების სრულუფლებიანი წარმომადგენელი, ‘'კოლბერტის კომიტეტში'' (COMITE COLBERT) გაწევრიანდა. კომიტეტის წევრები არიან ისეთი ბრენდები, როგორებიცაა: HERMES, LOUIS VUITTON, CHRISTIAN DIOR, CHRISTOFLE, BACCARAT,  სასტუმრო GRILLON  და სხვა მრავალი. კომიტეტი, ფრანგული, მაღალი მოდის პოპულარიზაციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეწევა.

ივეს დელორმე -ის პროდუქცია პრემიუმ სეგმენტზეა გათვლილი. ფასები 50 ლარიდან - 3000 ლარამდე მერყეობს. მაღაზიაში წარმოდგენლი პროდუქციის შორისაა: ლოგინის თეთრეული, ლოგინის გადასაფარებლები, საბნები, ბალიშები, პლედები, პირსახოცები, აბაზანის ხალათები, მაგიდის გადასაფარებლები, ჩაის ტილოები, სახლის დეკორატიული აქსესუარები, რომელშიც შედის: ტორშერები, სარკეები, სურათის ჩარჩოები, ლარნაკები, შანდლები, სანთლები და სხვა. მაღაზიაში ასევე წარმოდგენილია ფრანგული, სახლის აქსესუარებისა და საჩუქრების მწარმოებლი კომპანია -SIA- ს პროდუქციაც. ინფორმაციისთვის, შემოდგომაზე იგეგმება ივეს დელორმე -ის მაღაზიის მასშტაბური პრეზენტაცია.

წაკითხულია: 3944