თეთრი სახლი ბურგერი არის სივრცე სადაც ქალაქის მაცხოვრებლებს გემირელ ბურგერთან ერთად, სასიამოვნო გარემო და არჩევანის მრავალფეროვნება ხვდებათ. „თეთრი სახლი“ პირველი ბურგერ-ბარი იყო ქალაქში და არათუ დაიმკვიდრა თავი ,არამედ თავად შექმნა ეს ბაზარი, რომელიც ადგილობრივებისთვის აქამდე არ იყო დიფერენცირებული სხვა კვებითი რესტორნებისგან. ძირითადი გასაყიდი პროდუქტი ბურგერია, რომელიც ფასებისა და ასორტიმენტის შესაბამისად, თითქმის ყველა სოციალური სტატუსის მქონე სეგმენტზეა გათვლილი. როგორც ყველა დამწყებს, ნათიასაც მოუწია რიგი სირთულეების გადალახვა. ეს სირთულები ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა არც „თეთრი სახლი „ არსებობდა და არც მისი ბურგერი. ეს იყო შიშის ფაქტორი ,გადაედგა ნაბიჯი და თავად შემექმნა პროდუქტი, რომელიც ქუთაისის მაცხოვრებლისა თუ სტუმრისათვის, საინტერესო სასარგებლო და გემრიელი უნდა ყოფილიყო .