ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
თელავში ბილაინის აბონენტთა მომსახურების ახალი ოფისი გაიხსნება
09/08/2013

პრესრელიზი

9 აგვისტო, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
თეონა ბაღდავაძეს
597 97 03 53
tbagdavadze@beeline.ge

თელავში ბილაინის აბონენტთა მომსახურების ახალი ოფისი გაიხსნება
ბილაინის ახალი ოფისი სოციალური პასუხისმგებლობის აქციით " ნათელი ფერები ბავშვებს " გაიხსნება
 

ბილაინის აბონენტთა მომსახურების კიდევ ერთი რიგით 26-ე ოფისი დღეიდან თელავში დაიწყებს ფუნქციონირებას.

საქართველოში ყველაზე დინამიურად მზარდი მობილური ოპერატორი ბილაინი ქ. თელავში არსებულ ბავშვთა ცენტრთან ერთად კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის აქციას " ნათელი ფერები ბავშვებს" განაგრძობს.

აქციის განმავლობაში, 9 აგვისტოდან 9 სექტემბერის ჩათვლით, ბილაინის ნებისმიერი აბონენტი, ვინც მობილურ ტელეფონს ან სასტარტო პაკეტს ბილაინის ქ.თელავში ახლად გახსნილ აბონენტთა მომსახურების ოფისში შეიძენს, სოციალური პასუხისმგებლობის აქციის მონაწილე გახდება.

მობილური ტელეფონის ღირებულებიდან 1 ლარი, ხოლო ნებისმიერი სასტარტო პაკეტიდან 50 თეთრი ქ. თელავში არსებულ მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლს მოხმარდება .

ქციის დეტალებს 9 აგვისტოს , 16.00-ზე ბილაინის წარმომადგენლები თელავში ბილაინის აბონენტთა მომსახურების ახლადგახსნილ ოფისში (ქ.თელავი , ქეთევან წამებულის № 9ა ) მედიის წარმომადგენლებს გააცნობენ. 

"სოციალური პასუხისმგებლობის აქცია ნათელი ფერები ბავშვებს, უკვე სამი წელია ხორციელდება და მასში უკვე ათასობით ბილაინის აბონენტმა მიიღო მონაწილეობა ,როგორც თბილისში, ისე სხვა და სხვა რეგიონში. ჩვენი მიზანია, რომ ჩვენს მიერ წამოწყებული საქმე, რაც ამ შემთხვევაში ბავშვთა ზრუნვას გულისხმობს, ბოლომდე მივიყვანოთ, და ერთჯერადი აქტივობებით არ შემოვიფარგლოთ " - განაცხადა ბილაინის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ტყეშელაშვილმა.

წაკითხულია: 1986