ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
თვითდასაქმების და დასაქმების ახალი შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის საქართველოს 21 ქალაქში განხორციელდება
26/02/2016
პრესრელიზი

26 თებერვალი, 2016
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
მაიკო ჩიტაშვილი,
maiko@publicity.
+995593260609; www.iyipo.ge

თვითდასაქმების და დასაქმების ახალი შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის საქართველოს 21 ქალაქში განხორციელდება

2016 წლის, 25 თებერვალს, ლიკანში ახალი პროექტის „ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროექტი საქართველოში'' (YES-Georgia) ფარგლებში პირველი მედია შეხვედრა გაიმართა.



შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ჟურნალისტები გაცნობოდნენ პროექტის ძირითად მიმართულებებს და მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს -„მეწარმეობა ახალგაზრდებისთვის", პროექტი მოიცავს 17- დან 25 წლამდე ახალგაზრდებისთვის სპეციალურ 3 თვიან სასწავლო პროგრამას, რაც საქართველოს 21 ქალაქში განხორციელდება და რის შედეგადაც დაფინანსდება 30 ახალი ახალგაზრდული ბიზნესი. ახალი პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ახალგაზრდების სტაჟირების პროგრამების დანერგვა საქართველოს 20 კომპანიაში და დისკუსიის დაწყება ახალგაზრდების თვითდასაქმებისა და დასაქმების საკითხებზე.

მედია შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს პროექტში ჩართულმა მხარეებმა: ფონდმა კრისტალმა, ორგანიზაცია PH International-მა, მიკრო საფონანსო ორგანიზაცია „კრისტალმა" და პროექტის ფინანსურმა მხარდამჭერმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID). ღონისძიების საერთაშორისო პანელში ასევე მონაწილეობა მიიღეს საქართველოში ვიზიტად მყოფმა ბრიტანელმა და ამერიკელმა ინვესტორებმა, რომლებმაც საქართველოში ფონდი „კრისტალის" მოწვევით იმყოფებიან.

ინფორმაცია პროექტის შესახებ:
 
„ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროექტი საქართველოში'' (YES-Georgia) ხორციელდება ფონდი ‘'კრისტალის'' მიერ, ორგანიზაცია 'PH International-თან და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ‘'კრისტალთან" თანამშრომლობით, რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID). პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების თვითდასაქმებას და დასაქმებას სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების განვითარებით, ახალგაზრდების მიერ შექმნილი მცირე საწარმოების გაძლიერებით, ცოდნის და უნარების მიღების ინოვაციური საშუალებებით და თვისობრივად ახალი ინიციატივების წამოწყებით. პროექტის შედეგად, 3 თვიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში, რომელიც სპეციალურად მომზადდა ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ, საქართველოს 21 ქალაქში გადამზადდება 600 ახალგაზრდა და დაფინანსდება 30 ბიზნეს-ინიციატივა. პარალელურად, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში სპეციალურად ამ პროგრამისთვის შერჩეულ 20 ბიზნეს კომპანიაში დაიწყება 3 თვიანი სტაჟირების პროგრამები სპეციალური გაიდლაინების გამოყენებით, რომელიც ასევე ექსკლუზიურად პროექტის ფარგლებში იქმნება. სტაჟირებას 400-მდე ახალგაზრდა გაივლის. პროექტის მიმდინარეობის პროცესში აქტიურად მოხდება მედიასთან და სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებთან ურთიერთობა, რომ მოხდეს ახალგაზრდების თვითდასაქმებისა და დასაქმების საკითხების აქტუალიზაცია. 

 

წაკითხულია: 4002