ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
თვინინგის ახალი პროგრამა
10/06/2013

პრესრელიზი

10 ივნისი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
სოფო თვარაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო
ტელ: +995 (032) 275 38 90, მობ: +995 599 91 87 77
ელ-ფოსტა:
stvaradze@apa.gov.ge

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ,,დაძმობილების" (თვინინგის) ახალი  პროგრამა  საქართველოს დაცული ტერიტორიების მენეჯმენტს გააძლიერებს


2013 წლის 12 ივნისს, 11:00 საათზე სასტუმრო თბილისი მარიოტში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ,,დაძმობილების" (თვინინგის) ახალი პროექტის - „საქართველოს დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გაძლიერება" პრეზენტაცია გაიმართება.

1.1 მილიონი ევროს ღირებულების ორწლიანი პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს გლობალური მნიშვნელობის მქონე ბიომრავალფეროვნების უფრო უკეთეს კონსერვაციას დაცული ტერიტორიების გაუმჯობესებული მენეჯმენტისა და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისი პროცედურების დანერგვის გზით.

„ავსტრიის ფედერალური ტყეების" (Österreichische Bundesforste AG) ხელმძღვანელობით პროექტს განახორციელებს ავსტრია-ჩეხეთის კონსორციუმი ჩეხეთის გარემოს დაცვის სამინისტროსა (Ministerstvo Životního Prostředí) და ავსტრიის გარემოსდაცვით სააგენტოსთან (Umweltbundesamt GmbH) ერთად საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

ქ-ნი სოფო თვარაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო
ტელ: +995 (032) 275 38 90, მობ: +995 599 91 87 77
ელ-ფოსტა: stvaradze@apa.gov.ge

ბ-ნი მაიკლ გარფორთი
პროექტის მუდმივი უცხოელი მრჩეველი
ელ-ფოსტა: mike.garforth@bundesforste.at
ტელ: +995 599 50 48 33
დამატებითი ინფორმაცია რედაქტორებისათვის:
,,დაძმობილება" (თვინინგი) წარმოადგენს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და პარტნიორობის განხორციელების ერთ-ერთ ინსტრუმენტს, რომელიც თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით აერთიანებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საჯარო სექტორში მოღვაწე ექსპერტებსა და ბენეფიციარ ქვეყნებს.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
http://ec.europa.eu/europeaid/how/finance/enpi_en.htm.
http://eeas.europa.eu/delegations/georgia/eu_georgia/tech_financial_cooperation/instruments/twinning_taiex_sigma/index_ka.htm

 

წაკითხულია: 2188

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში