პრესრელიზი
6 აპრილი, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება
თბილისი 0160, მოსაშვილის 26
ტელ: 30 63 83
ელ.ფოსტა: assistant@globalmed.ge
საკონტაქტო პირი:
სალომე ყუფარაძე
ტელ. 899 611 222
http://www.globalmed.ge/
თურქეთის საავადმყოფოების ქსელის, FLORENCE NIGHTINGALE წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში
[PUBLICITY.GE] თბილისი, 6 აპრილი , 2011 წელი - საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრის და თურქეთის საავადმყოფოების ქსელის, ფლორენც ჯგუფს შორის გაფორმებული კონტრაქტის შესაბამისად საქართველოში ვიზიტად ჯგუფის ოფიციალური წარმომადგენელი სეიჰან პაცა ჩამოვიდა.
ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა მემორანდუმი ურთიერთთანაშრომლობის შესახებ, საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრსა და ფლორენც ჯგუფს შორის.
საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძვანელის სალომე ყუფარაძის განცხადებით განახლდება ქართველ და თურქ ექიმებს შორის ტელე-ვიდეო ხიდების ჩატარებისა და დისტანციური დიაგნოზირების დეტალები.
ქართველი პაციენტებისთვის განსაკუთრებული პირობების შესაბამისად იგეგმება ფლორენც ჯგუფის კლინიკებიდან ექიმების და პროფესორების შემდგომი ვიზიტი საქართველოში.
ანალოგიური კონტრაქტების შესაბამისად საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრის მოწვევით საქართველოს ეწვევა გერმანიის და ისრაელის წამყვანი კლინიკების წარმომადგენლები.
*******
საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრი გერმანიის, თურქეთის და ისრაელის კლინიკებთან გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად გეგმავს დიაგნოზის დაზუსტების მიზნით ქართველ ექიმებსა და მათ უცხოელ კოლეგებს შორის ვიდეოკონფერენციების ჩატარებას, კონსულტაციებს, ექიმების და სტუდენტების გაცვლით პროგრამებს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით და საჭიროების შემთხვევაში პაციენტების კონტრაქტის შესაბამისად კლინიკებში გადაგზავნას. ასევე, უცხოელი პაციენტების საქართველოს ესთეტიკურ და სტომატოლოგიურ ცენტრებში სამკურნალოდ ჩამოყვანას.
ცენტრის მიზანია განავითაროს თანამშრომლობა ქართველ და უცხოელ ექიმებს შორის, გააუმჯობესოს უცხოეთში ქართველი პაციენტების მკურნალობის ხარისხი, დანერგოს დისტანციური დიაგნოზირების ახალი მეთოდები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების გზით.