2 მაისი, 2014
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
თეა ჩანჩიბაძე
tourism@gnta.ge
2436999
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ავიაკომპანია Turkish Airlines-ის ორგანიზებით, 24-26 აპრილს საქართველოს თურქული მედიის 10 კაციანი ჯგუფი ეწვია. ტელევიზიების წარმომადგენლებისათვის სპეციალური პრეს ტური მოეწყო. ჟურნალისტებმა თბილისის ისტორიული უბნები, მცხეთა და ყაზბეგი მოინახულეს. ტურის ფარგლებში, კორესპონდენტებმა საქართველოს შესახებ სატელევიზიო სიუჟეტები და სტატიები მოამზადეს.
საქართველოს შესახებ სიუჟეტეტებს 6 თურქული ტელეარხი ამზადებს: „TV24" „Sanliurfa", "Haberler", „HABERTÜRK TV", „TVNET", „SKYTURK 360", „FOX HABER„
თურქულმა ტელეკომპანია „TV24"-მა საქართველოს შესახებ ვრცელი სიუჟეტი მოამზადა. რეპორტაჟში განსაკუთრებული ყურადღება თბილისის ისტორიულ უბნებსა და ღირშესანიშნაობებს დაეთმო.
თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით ავიარეისების რაოდენობის გაზრდაზე ინფორმაციას აქვეყნებს თურქული საინფორმაციო სააგენტო "DHA" და ინტერნეტგამოცემა „Sanliurfa."
ორ ქვეყანასშორის საავიაციო მიმოსვლის შესახებ არის საუბარი ტელეკომპანია "Haberler"-ის საინფორმაციო გამოშვებაში.
საქართველოს შესახებ ვრცელი რეპორტაჟების მომზადებას გეგმავენ ტელეკომოანები: „HABERTÜRK TV" „TVNET" „SKYTURK 360" და „FOX HABER."
თურქი ჟურნალისტები განსაკუთრებით თბილისით და დედაქალაქის მახლობლად მდებარე პოპულარული ტურისტული მიმართულებებით დაინტერესდნენ. უახლოეს დღეებში, საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ, თურქული ტელეარხებით კიდევ რამდენიმე რეპორტაჟი გადაიცემა.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, თურქეთი საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით პირველი ქვეყანაა, აქედან გამომდინარე თურქეთი საქართველოსათვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიზნობრივ ბაზარს წარმოადგენს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ თურქი ვიზიტორების უმეტესობა სტუმრობს შავიზღვისპირეთის რეგიონს. პრეს ტურის მიზანია, თურქი ტურისტები საქართველოს სხვა რეგიონებითაც დაინტერესდნენ.