„პროფესიით პედაგოგი ვარ, თუმცა ყოველთვის მინდოდა მქონოდა ჩემი საქმე, რომელშიც ჩემი იდეების და მიზნების განხორციელებას შევძლებდი, სწორედ ამიტომ დავინტერესდი ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლით. მინდოდა გამემყარებინა ცოდნა პროექტების წერის, ბიუჯეტის დაგეგმარების თუ სხვა ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. მეწარმეთა სკოლამ სწორედ ეს ცოდნა მომცა და კიდევ არაერთ საინტერესო და ამ სფეროში გამოცდილ ადამიანს შემახვედრა, რაც ძალიან გამომადგა ბიზნესის გამართვაში”- ამბობს თუში სტარტაპერი.
ამ ეტაპზე თამარის სასტუმრო წარმატებით იღებს უცხოელ და ადგილობრივ სტუმრებს, დამატებით საინტერესო ტურებსაც სთავაზობს და მომავალი სეზონისთვის ბიზნესის კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს, რომ მეტ ტურისტს უმასპინძლოს მშობლიურ კუთხეში.