პრესრელიზი
საკონტაქტო ინფორმაცია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება
თბილისი 0160, მოსაშვილის 26 /// ჭავჭავაძის 37
ტელ: 230 5005, 230 6383
ელ.ფოსტა: tamuna@globalmed.ge
თამუნა ლაშხი ტელ. 599 761114
http://www.globalmed.ge/
იაპონიის ეკონომიკის სამინისტროს ჯანდაცვის დივიზიონის და იაპონელი პროფესორების დელეგაციის ვიზიტი საქართველოში
[PUBLICITY.GE] თბილისი, 15 თებერვალი, 2012 - საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრის და ქიმიოთერაპიული კლინიკის გენერალური დირექტორის, ბატონი გოჩა ცინცაძის მოწვევით 20 თებერვალს საქართველოს სტუმრად ეწვევა წარმომადგენლობითი დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: იაპონიის ჯანდაცვის დივიზიონის დირექტორი Mr. Koji Fujimoto, მისი მოადგილე Ms.Aya Miyai; "Medical Excellence JAPAN' ის პრეზიდენტი Mr. Kazumasa Yoshida, დირექტორი Mr. Eriya Kitano, ეკონომიკის სამინისტროს საერთაშორისო განყოფილების დირექტორი და სუპერვაიზერები Ms. Mana Asada , r Ms. Kayoko Oyama Assistant Ms. Rie Sakai, მსოფლიოში ცნობილი პროფესორი, ონკოლოგი, Dr. Hirohiko TSUJII, და პროფესორი Dr. Koichi TANAKA
ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება კონფერენცია სასტუმრო რედისონში, სადაც სიტყვით გამოვლენ ბატონი გოჩა ციცაძე, იაპონიის ჯანდაცვის დივიზიონის ხელმძღვანელი, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე და იაპონელი პროფესორები. კონფერენციას ესწრბიან ჯანდაცვის მინისტრი და მოადგილეები, საქართველოს პირველი ლედი, ჯანდაცვის კომიტეტის თავჯდომარე, კლინიკების დირექტორები და მთავარი ექიმები, სადაზღვევო კომპანიების ხელმძღვანელები. საღამოს მოეწყობა მიღება იაპონიის საელჩოში. ასევე გაფორმდება მემორანდუმი ურთიერთთანაშრომლობის შესახებ საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრს, ცინცაძის ქიმიოთერაპიულ კლინიკას და იაპონურ მხარეს შორის.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძვანელის, თამუნა ლაშხის განცხადებით მეორე დღეს იაპონელი პროფესორების მიერ ჩატარდება კლინიკაში კონსულტაციები ქართველი პაციენტებისთვის. ასევე, განიხილება კლინიკის ექიმებს და იაპონელ ექიმებს შორის ტელე-ვიდეო ხიდების ჩატარებისა და დისტანციური დიაგნოზირების დეტალები.
ქართველი პაციენტებისთვის მკურნალობის განსაკუთრებული პირობების შესაქმნელად იგეგმება მოლაპარაკება იაპონურ მხარესთან საქართველოში ულტრათანამედროვე დიაგნოსტიკური ცენტრის გახსნის თაობაზე. ანალოგიური კონტრაქტების შესაბამისად საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრის მოწვევით საქართველოს აპრილის თვეში ეწვევა გერმანიის საუნივერსიტეტო კლინიკების წარმომადგენლები, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატი პროფესორიც.
###
საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრს გაფორმებული აქვს მსოფლიოს 14 ქვეყანის 100-ზე მეტ კლინიკასთან კონტრაქტი, მათ შორის გერმანიის, იაპონიის, ისრაელის, ავსტრიის, შვეიცარიის, აშშ-ს, ინდოეთის, ჩინეთის, თურქეთის კლინიკებთან. დღეს არსებული სერვისით ქართველ პაციენტს შეუძლია იმკურნალოს მსოფლიოს ნებისმიერ კლინიკაში, ამასთანავე, მკურნალობის პროცესს სრულად უწევს მონიტორინგს ცენტრის ექიმები. თებერვლის თვეში გერმანიის, ფრაიბურგის საუნივერსიტეტო კლინიკასთან ერთად გაიხსნა ქიმიოთერაპიის კლინიკა და პირველად ამიერკავკასიის რეგიონში ტელედიაგნოსტიკის ცენტრი. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით კლინიკის და ცენტრის გენ დირექტორი, ბატონი გოჩა ცინცაძე იმედოვნებს, რომ ქართველი პაციენტებისთვის შესაძლებელ იქნება უახლესი მეთოდებით მკურნალობა ხელმისაწვდომ ფასებში
დრო: 19:00/ადგილი: იაპონიის საელჩო/ღონისძიება: მიღება და ლანჩი
21 თებერვალი
დრო:10:00/ადგილი: ცინცაძის კლინიკა/მისამართი: ჭავჭავაძის 37/ღონისძიება: პაციენტების კონსულტაცია
დრო: 14:30/ადგილი: სახ. სამედიცინო უნივერსიტეტი/შეხვედრა რექტორთან
დრო: 16:00/შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრთან/ადგილი: სამინისტრო