ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
იაპონიის სახელმწიფო დელეგაცია საქართველოშია
19/02/2012
 



პრესრელიზი

19 თებერვალი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება
თბილისი 0160, მოსაშვილის 26 /// ჭავჭავაძის 37
ტელ: 230 5005,  230 6383
ელ.ფოსტა:
tamuna@globalmed.ge
თამუნა ლაშხი ტელ. 599 761114
http://www.globalmed.ge/

იაპონიის სახელმწიფო დელეგაცია საქართველოშია

 საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრის მოწვევით საქართველოს ეწვია იაპონიის სახელმწიფო დელეგაცია ჯანდაცვის დივიზიონის დირექტორის და პროფესორთა შემადგენლობით

[PUBLICITY.GE] თბილისი,  19 თებერვალი, 2012 - საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრის გენერალური დირექტორის, ბატონი გოჩა ცინცაძის მოწვევით საქართველოში იმყოფება იაპონიის სახლმწიფო დელეგაცია იაპონიის ჯანდაცვის დივიზიონის დირექტორის Mr. Koji Fujimoto-ს, იაპონიის სამედიცინო ასისტანსის პრეზიდენტის, Kazumasa Yoshida-ს ხელმძღვანელობით. ვიზიტის მიზანია საქართველოს და იაპონიას შორის ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება. ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება დელეგაციის შეხვედრა ქიმიოთერაპიის კლინიკის და ცენტრის დირექტორთან გოჩა ცინცაძესთან, ჯანდაცვის მინისტრთან ანდრია ურუშაძესთან, სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორთან და საქართველოს წამყვან ექიმებთან და პროფესორებთან

20 თებერვალს 11 საათზე სასტუმრო რედისონში ჩატარდება კონფერენცია, სადაც სიტყვით გამოვლენ ბატონი გოჩა ცინცაძე, იაპონიის ჯანდაცვის დივიზიონის ხელმძღვანელი, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე, იაპონიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში და იაპონელი პროფესორები. კონფერენციას ესწრბიან ჯანდაცვის მინისტრი და მოადგილეები, საქართველოს პირველი ლედი, ჯანდაცვის კომიტეტის თავჯდომარე,  კლინიკების დირექტორები და მთავარი ექიმები, სადაზღვევო კომპანიების ხელმძღვანელები. საღამოს მოეწყობა მიღება იაპონიის საელჩოში. ასევე გაფორმდება  მემორანდუმი ურთიერთთანაშრომლობის შესახებ  საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრს, ცინცაძის ქიმიოთერაპიულ კლინიკას და იაპონურ მხარეს შორის.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძვანელის, თამუნა ლაშხის განცხადებით მეორე დღეს იაპონელი პროფესორების მიერ  ჩატარდება კლინიკაში კონსულტაციები ქართველი პაციენტებისთვის. ასევე, განიხილება კლინიკის ექიმებს და იაპონელ ექიმებს შორის ტელე-ვიდეო ხიდების ჩატარებისა და დისტანციური დიაგნოზირების დეტალები.

ქართველი პაციენტებისთვის მკურნალობის განსაკუთრებული პირობების შესაქმნელად  იგეგმება მოლაპარაკება იაპონურ მხარესთან საქართველოში ულტრათანამედროვე დიაგნოსტიკური ცენტრის გახსნის თაობაზე.

ანალოგიური კონტრაქტების შესაბამისად საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრის მოწვევით საქართველოს აპრილის თვეში ეწვევა გერმანიის საუნივერსიტეტო  კლინიკების წარმომადგენლები, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატი პროფესორიც.   

###

საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრს გაფორმებული აქვს მსოფლიოს 14 ქვეყანის 100-ზე მეტ კლინიკასთან კონტრაქტი, მათ შორის გერმანიის, იაპონიის, ისრაელის, ავსტრიის, შვეიცარიის,  აშშ-ს, ინდოეთის, ჩინეთის, თურქეთის კლინიკებთან. დღეს არსებული სერვისით ქართველ პაციენტს შეუძლია იმკურნალოს მსოფლიოს ნებისმიერ კლინიკაში, ამასთანავე, მკურნალობის პროცესს სრულად უწევს მონიტორინგს ცენტრის ექიმები. თებერვლის თვეში გერმანიის, ფრაიბურგის საუნივერსიტეტო კლინიკასთან ერთად გაიხსნა

###

20 თებერვალი:

დრო:    11:00 /ადგილი: სასტუმრო რედისონი/ღონისძიება: კონფერენცია

დრო:   19:00/ადგილი: იაპონიის საელჩო/ღონისძიება: მიღება და ლანჩი

21 თებერვალი

დრო:10:00/ადგილი: ცინცაძის კლინიკა/მისამართი: ჭავჭავაძის 37/ღონისძიება: პაციენტების კონსულტაცია

დრო: 14:30/ადგილი: სახ. სამედიცინო უნივერსიტეტი/შეხვედრა რექტორთან

დრო: 16:00/შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრთან/ადგილი: სამინისტრო

წაკითხულია: 2675