ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
13/01/2020
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
იდეოლოგია და ხელოვნება
თბილისის მუზეუმების გაერთიანება - კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური ბინა-მუზეუმი იწყებს ახალ პროექტს „იდეოლოგია და ხელოვნება“, რომლის პრეზენტაცია 16 იანვარს, 18:00 საათზე, თბილისის მუზეუმების გაერთიანების საგანმანათლებლო ცენტრში გაიმართება.
„იდეოლოგია და ხელოვნება“ შეხვედრების ახალი ციკლია, რომელიც მოიცავს XX საუკუნის საბჭოთა საქართველოს იდეოლოგიის პირობებში არსებული ტენდენციების ასახვას ხელოვნებაში.

მნიშვნელოვანია დისკურსი, თუ როგორ პასუხობს ხელოვნება საბჭოთა იდეოლოგიურ მოცემულობას და რა პირობებში ხდება ახალი ვიზუალური კონსტრუქტისა და სამეტყველო ენის ფორმირება, რადგან არსებულმა ისტორიულმა ფორმაციამ და ჩამოყალიბებულმა დღის წესრიგმა ხელოვნებას, როგორც მიმართულებას რადიკალური ინსტრუმენტალიზაციისკენ უბიძგა.
ციკლის განმავლობაში განხილული იქნება საბჭოთა პერიოდის ხელოვნების სხვადასხვა დარგის შინაარსი და ვიზუალური სახე.
ასევე საუბრები შეეხება XX საუკუნის სხვადასხვა ქრონოლოგიურ ეტაპს, საბჭოთა საქართველოს ხელოვნებაში მიმდინარე პროცესებს.

საკითხის ფართო რაკურსიდან გამომდინარე, ლექციები იქნება ქრონოლოგიურად განსაზღვრული, რაც მსმენელებს მისცემს საშუალებას კომპლექსური ინფორმაცია მიიღონ ვიზუალური ხელოვნების სხვადასხვა დარგთან მიმართებით:

• საბჭოთა კინოსა და თეატრის მხატვრობა;
• საბჭოთა არქიტექტურა;
• საბჭოთა სახვითი ხელოვნება;
• საბჭოთა ქალაქი (დაგეგმარება) და ა.შ.
• საბჭოთა გმირი;
• საბჭოთა ეპოქა და ცენზურა და სხვ.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ სივრცე დაეთმობათ ახალგაზრდა მკვლევარებ, რაც საშუალებას მისცემს მათ გაუზიარონ თავიანთი კვლევის შედეგები ფართო აუდიტორიას.
თარიღი: 16 იანვარი
დრო: 18:00 სთ.
მისამართი: თბილისი, დიმიტრი ბაქრაძის ქ. N10,
თბილისის მუზეუმების გაერთიანების საგანმანათლებლო ცენტრი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:
Email: pr.tbilisi.museums.union@gmail.com
Tel: (+995) 598 98 33 98
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 2168