პრესრელიზი
2 მაისი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
მაია ჩიტაშვილი,
593 260609;
maiko@publicity.ge
იმოგზაურეთ flydubai-სთან ერთად
[PUBLICITY.GE] თბილისი, 2 მაისი, 2012 - თუ თქვენ გსურთ საქმიანი ან დასვენების მიზნით იმგზავროთ დუბაიდან მაქსიმუმ 5 საათის ფრენის მანძილზე, flydubai-ს თქვენთვის იდეალური შემოთავაზებები გააჩნია. თუ თქვენ თანამედროვე და მოდური დასვენება გსურთ სულ რაღაც 997 არაბული დირჰამის ფასად შეგიძლიათ ცენტრალურ-აღმოსავლეთ აზიის „პარიზს“ - ქალაქ ბეირუთს ეწვიოთ. თუ თქვენ სხვა სახის გართობის ან თავგადასავლის მაძიებელი ხართ დუბაის ყველაზე ინოვაციურ და დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიას ბევრი სხვა საინტერესო მიმართულებაც გააჩნია.
Flydubai 29 ქვეყანაში 45-ზე მეტი მიმართულებით, ცენტრალურ-აღმოსავლეთ აზიაში, აფრიკაში, დსთ-სა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპაში დაფრინავს.
თუ თქვენ ყოველდღიური ერთფეროვანი ცხოვრებით გადაიღალეთ და ხმაურიანი ქალაქიდან თავის დაღწევას ცდილობთ Flydubai-ს საუკეთესო ტურისტული და ბიზნეს მიმართულებები გააჩნია.
ბიზნეს მოგზაურობის 3 საუკეთესო მიმართულება:
დოჰა, ყატარი
ყატარის დედაქალაქი დოჰა საოცრად დინამიური ქალაქია, სადაც მნიშვნელოვანი საზღვაო პორტია განლაგებული. მოიკრიბეთ ენერგია ქალაქის ხედების დასათვალიერებლად და თუ ამ ხალხმრავალი ქალაქიდად თავის დაღწევას მოისურვებთ დოჰადან ყატარის ნებისმიერ სხვა ადგილას ადვილად გაიკვლევთ გზას.
Flydubai დოჰაში კვირაში 55 რეისს ასრულებს.
დოჰადან დუბაიში მგზავრობის საფასური 575 არაბული დირჰამიდან იწყება.
ელ-კუვეიტი, კუვეიტი
ქუჩის ბაზრები, სავაჭრო ცენტრები, ტაძრები, ჰოლანდიური, პორტუგალიური და ბრიტანული შენობა-ნაგებობები ამ მრავალფეროვანი კულტურებით შერწყმული ქალაქის იერსახეს ქმნიან.
Flydubai ელ-კუვეიტში კვირაში 7 რეისს ასრულებს.
ელ-კუვეიტიდან დუბაიში მგზავრობის საფასური 1067 არაბული დირჰამიდან იწყება.
მუსკატი, ომანი
მუსკატში მოგზაურობა 1001 არაბული ღამის ფურცლებზე მოგზაურობას ჰგავს. ყველა შენობა, ძველი თუ ახალი, რეგიონისთვის დამახასიათებელი, ტრადიციული სტილით არის აგებული. ქალაქის თითოეულ კუთხეში თქვენ გუმბათებს, თაღებიან ფანჯრებსა და მრავალფეროვან მოზაიკას შეხვდებით.
Flydubai მუსკატში კვირაში 22 რეისს ასრულებს.
მუსკატიდან დუბაიში მგზავრობის საფასური 472 არაბული დირჰამიდან იწყება.
3 საუკეთესო ტურისტული მიმართულება:
ბეირუთი, ლიბანი
„აღმოსავლეთის პარიზად“ წოდებულმა ქალაქმა ბევრი რთული პერიოდი გამოიარა. დღეს ეს ქალაქი საუკეთესო სამზარეულოთი, შესანიშნავი შოპინგით, ულამაზესი კოლონიალური არქიტექტურით და ქალაქის ყველა კუთხიდან გადაშლილი არაჩვეულებრივი ზღვის ხედებით იკვეხნის.
Flydubai ბეირუთში კვირაში 14 რეისს ასრულებს.
ბეირუთიდან დუბაიში მგზავრობის საფასური 997 არაბული დირჰამიდან იწყება.
კოლომბო, შრი ლანკა
ქუჩის ბაზრები, სავაჭრო ცენტრები და ტაძრები, ჰოლანდიური, პორტუგალიური და ბრიტანული სტილის ნაგებობები იყოფენ ადგილს ამ თვალწარმტაც დედაქალაქში, სადაც ყველაფერი მიუთითებს შეზავებული კულტურების ცოცხალ ატმოსფეროზე.
Flydubai კოლომბოში კვირაში 7 რეისს ასრულებს.
კატმანდუდან დუბაიში მგზავრობის საფასური 1067 არაბული დირჰამიდან იწყება.
კატმანდუ, ნეპალი
კატმანდუს გასაოცარი და ჯადოსნური ტაძრები, სასახლეები და მოედნები ყოველთვის სავსეა ქუჩის მოვაჭრეებით, რიქშებითა და ბუდისტი ბერებით. გაატარეთ ერთი კვირა ამ მომაჯადოებელ ქალაქში და აუცილებლად ინახულეთ ევერესტის მწვერვალი.
Flydubai კატმანდუში კვირაში 7 რეისს ასრულებს.
კატმანდუდან დუბაიში მგზავრობის საფასური 1254 არაბული დირჰამიდან იწყება.
3 ყველაზე საინტერესო მიმართულება:
ბაქო, აზერბაიჯანი
ბაქო კავკასიაში ყველაზე დიდი და სწრაფადგანვითარებადი ქალაქია, რომელიც კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. აღმოაჩინეთ ქალაქი, სადაც ძველი და ახალი შერეულია ერთმანეთში და ამასთანავე აზერბაიჯანულ კულტურასა და სამზარეულოსაც გაეცანით.
Flydubai ბაქოში კვირაში 5 რეისს ასრულებს.
ბაქოდან დუბაიში მგზავრობის საფასური 1042 არაბული დირჰამიდან იწყება.
ადის აბება, ეთიოპია
აღმოაჩინეთ ეთიოპიის მდიდარი ისტორიის მქონე მრავალფეროვანი დედაქალაქი. ენტოტოს მთების ძირას განლაგებული მრავალეროვანი ქალაქი ძველის და ახლის ეკლექტიკურ ნაზავს წარმოადგენს.
Flydubai ადის აბებაში კვირაში 3 რეისს ასრულებს.
ადის აბებადან დუბაიში მგზავრობის საფასური 1410 არაბული დირჰამიდან იწყება.
თბილისი, საქართველო
კავკასიის მთების ხეობაში განლაგებული საქართველოს დედაქალაქი ტურისტებს საუკუნეების მანძილზე იზიდავს. თბილისი ცნობილია მომაჯადოებელი სილამაზის ძველი ქალაქით, რომელიც წვრილი ქუჩებით არის მოფენილი. აქ თქვენ გოგირდის აბანოებსა და მხოლოდ ამ ქალაქისთვის დამახასიათებელ ხეში ნაკვეთ აივნებს იხილავთ.
Flydubai თბილისში კვირაში 3 რეისს ასრულებს.
თბილისიდან დუბაიში მგზავრობის საფასური 999 არაბული დირჰამიდან იწყება.
Flydubai ტარიფები შეიცავს სავარძლის საფასურს, ყველას საბაჟო მოსაკრებელს, 7კგ. ხელბარგს, ბარგის კონტროლის საფასურს, გამაგრილებელ სასმელებსა და გასართობ პროგრამებს, რომლებიც მგზავრებს ფასის მიხედვით შეუძლიათ აირჩიონ.
###