ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
იმპორტის ჩანაცვლება ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობით
04/11/2009
 
პრესრელიზი

4 ნოემბერი, 2009
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის

იმპორტის ჩანაცვლება ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის გზით

[PUBLICITY.GE] თბილისი 4 ნოემბერი, 2009 - 2009 წლის 3 ნოემბერს, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტის საკონფერენციო დარბაზში აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტმა და პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მხარდაჭერითა და ეკონომიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით გამართეს ერთდღიანი, იმპორტის ჩანაცვლებასთან დაკავშირებული სამუშაო სემინარი თემაზე - დამზადებულია საქართველოში.

ღონისძიებას დაესწრნენ ჯოკ კონლი, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის მისიის დირექტორი, ზურაბ ალავიძე, ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე და მალხაზ აქიშბაია, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.

2009 წლის მაისში, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის და კერძო სექტორში იმპორტის ჩანაცვლების და ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობების გაანალიზების მიზნით, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტმა ბიზნესგარემოს რეფორმის პროექტთან და ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად განახორციელა საქართველოში მოქმედი 200-ზე მეტი ბიზნესის გამოკითხვა. სამუშაო სემინარი, სადაც წარმოდგენილი იყო აღნიშნული კვლევის შედეგები, ხელს შეუწყობს დისკუსიას საქართველოში იმპორტის ჩანაცვლების შესაძლებლობების შესახებ. ამ საკითხში წარმატების მიღწევა შეამცირებს სავაჭრო ბალანსის დეფიციტს, გამოკვეთავს ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს ექსპორტის განვითარებას.

როგორც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის მისიის დირექტორმა, ბატონმა ჯოკ კონლიმ აღნიშნა: “იმპორტის ჩანაცვლებას ბევრი სასიკეთო შედეგის მოტანა შეუძლია საქართველოსათვის, რადგან ეს ნიშნავს იმპორტის შემცირებას, სამუშაო ადგილების გაზრდას, ახალი ბიზნესის წამოწყებას, ექსპორტის შესაძლებლობების ზრდას, უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის შემცირებას, და ინოვაციური მიდგომების სტიმულირებას”.

###

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო: გასული 16 წლის განმავლობაში ამერიკელმა ხალხმა, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საშუალებით, საქართველოში 1 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ამჟამად, 48 მილიონი დოლარის ღირებულების 40-ზე მეტი პროექტი ხორციელდება. აღნიშნული პროექტები გამიზნულია საქართველოს დასახმარებლად და ქვეყნის თავისუფალ და განვითარებულ დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოსაყალიბებლად. ასეთი პროექტებია: ეკონომიკური განვითარების დაჩქარება, დემოკრატრიული ინსტიტუტების განვითარება და ჯანდაცვის და განათლების სისტემების გაუმჯობესება. აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანას. დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიოთ ვებ-გვერდს


წაკითხულია: 7466