პრესრელიზი
19 მარტი, 2008
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი: ელდარ პირმისაშვილი
ტელ: 93-13-77
მობ: 8(93) 31-16-35
ელ-ფოსტა: imagemakersinfo@gmail.com
ინატრე და აგისრულდება
[PUBLICITY.GE] თბილისი, 19 მარტი, 2008 - იმიჯმეიკერთა საერთაშორისო ასოციაცია 15 აპრილს, სიყვარულის დღეს, გეგმავს PR-პერფომანს. აქციის მიზანია კომპანიებმა, საზოგადო მოღვაწეებმა, პოლიტიკოსებმა, მსახიობებმა და ცნობილმა პერსონებმა ორიგინალური ფორმით მიულოცონ ეს დღე თავიანთ მომხმარებელს.
თბილისის რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე დაიდგმება დეკორატიულად გაფორმებული ნატვრის ხე. ხეზე ნებისმიერი გამვლელი და სპეციალურად მოწვეული ცნობილი ადამიანები დაკიდებენ საკუთარ სურვილ-ნატვრას. ღონისძიების ცენტრალური ფიგურა იქნება ”ფუფალა”, რომელიც გამვლელთ დაეხმარება სურვილის ჩაწერა-ჩამოკიდებაში.
საუკეთესო სურვილი-მესიჯი დასაჩუქრდება სპონსორის მიერ დაწესებული პრიზით. დამატებით გათამაშდება ორი საჩუქარი იმიჯმეიკერთა ასოციაციის სახელით. ლამაზი და მხიარული აქციის გამარჯვებულთ ასევე გადაეცემა მონაწილის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
აქციაზე დასწრება თავისუფალია. იმიჯმეიკერთა საერთაშორისო ასოციაცია გიწვევთ მიიღოთ მონაწილეობა ამ მხიარულ და საინტერესო პერფომანსში. ერთად გავალამაზოთ ჩვენი ქალაქი და ვაქციოთ თბილისი სიყვარულის დედაქალაქად! ჩაერთეთ ამ ლამაზ აქციაში და ნანატრი აუცილებლად აგისრულდებათ.
###