ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ინგლისურ ენაში ჩატარებული რესპუბლიკურ ოლიმპიადაში გამარჯვებულების დაჯიდლოების ცერემონიალი
16/02/2011


 პრეს-რელიზი

16 თებერვალი,2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის


საკონტაქტო პირი:
ნატა ასათიანი
მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი
ტელ: (99532) 24 11 44 (173)
მობ: (99599) 290099
nathalie.asatiani@yahoo.com 

ინგლისურ ენაში ჩატარებული რესპუბლიკურ ოლიმპიადაში გამარჯვებულების დაჯიდლოების ცერემონიალი

[PUBLICITY.GE] თბილისი,  16 თებერვალი, 2011 წელი - 18 თებერვალს 15.00 საათზე საქართველოს უნივერსიტეტში ჩატარდება რესპუბლიკურ ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონიალი. ოლიმპიადა „ბილინგვა" საქართველოს უნივერსიტეტმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით 2011 წლის იანვარში ჩაატარა.

დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრებიან საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი ქ-ნ მანანა სანაძე, აკადემიური პერსონალი, განათლების სამინისტროს, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სპონსორები - სოკარი, ზარაფხანა, თიბისი და სხვა.

ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღეს მე5დან მე12 კლასის მოსწავლეებმა მთელი საქართველოდან, რომლის მიზანი ინგლისურ ენაში ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა იყო.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან პერსონალური კომპიუტერით, აიპოდებით, მობილურებით, წიგნებით. წარმატებული მოსწავლეები მიიღებენ სერტიფიკატებს. გრან-პრის მფლობელი დაჯილდოვდება ერთთვიანი საზაფხულო ენის სასწავლო და კულტურული პროგრამით  მიუნსტერის უნივერსიტეტში, სადაც ის მიიღებს დასავლური სტანდარტების შესაბამის ცონდას და ეზიარება დასავლურ კულტურას.  ენის კურსების დამთავრების შემდეგ მიიღებ მიუნსტერის უნივერსიტეტის ენის დიპლომს
.

###

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ  ოლიმპიადის ორგანიზატორს, საქართველოს უნივერსიტეტის ენების ცენტრის დირექტორს - პროფ. ნინო აბრალავა
ს:

მობილური: (995 99) 23 06 73
ტელ: (995 32) 24 11 44 (176)
ელ-ფოსტა: n.abralava@hueber.ge
    

წაკითხულია: 3623