ქუთაისის 22-ე საჯარო სკოლის მოსწავლემ, გამოგონების ავტორმა ნატა სულაქველიძემ, და მისი გუნდის წევრმა, ნიკო ნიკოლაძის სკოლის მოსწავლე გვანცა მაჩიტიძემ ლეონარდო და ვინჩის კონკურსში მიიღეს მონაწილეობა და ერთ-ერთი საპრიზო ადგილი დაიკავეს. მათ პროექტი ,, უსინათლოს სიარულის მაკორექტირებელი სენსორული სისტემა“ წარადგინეს და ჟიურის რჩეულებიც გახდნენ. პროექტი უსინათლოებს, და არა მარტო მათ, ეხმარება თავი აარიდონ სხვადასხვა წინაღობას და სხვადასხვა დაბრკოლებები სხვისი დახმარების გარეშე, ინოვაციური გამოგონების მეშვეობით გადალახონ. გოგონებმა მესამე ადგილი და ფულადი პრემიაც მოიგეს.