ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
19/08/2016
ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 3 მედალი მოიპოვა
18 აგვისტოს ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადა IOI-2016-ის საზეიმო დახურვა გაიმართა. ოლიმპიადა წელს ყაზანში ჩატარდა და მასში საქართველოს ეროვნული ნაკრებიც იღებდა მონაწილეობას. ოლიმპიადის მონაწილე ქართველმა მოსწავლეებმა ქვეყანას სამი საპატიო მედალი შესძინეს.
წლევანდელ დაძაბულ ოლიმპიადაზე, რომელშიც მსოფლიოს უძლიერესი გუნდები მონაწილეობდნენ, საქართველო 4 ნიჭიერი მოსწავლით იყო წარდგენილი. გუნდის ოთხი წევრიდან სამმა მოსწავლემ საუკეთესო შედეგი აჩვენა და ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მოპოვება შეძლეს.
წელს საქართველოს სახელით საპრიზო ადგილებზე გავიდნენ: გიორგი კლდიაშვილი (დემირელის კოლეჯი, მზიური, მე-10 კლასი) - ვერცხლის მედალი, გიორგი სხირტლაძე (დემირელის კოლეჯი, მზიური, მე-12 კლასი) - ბრინჯააოს მედალი, ნუგზარ ჩხაიძე (დემირელის კოლეჯი, მზიური, მე-11 კლასი) - ბრინჯაოს მედალი, ხოლო ევროპის ოლიმპიადის პრიზიორ ქუთაისელ ბაკურ ცუცხაშვილს უმნიშვნელო ქულა დააკლდა მედლამდე.
გუნდის ხელმძღვანელის ბატონი გოჩა მანდარიას განცხადებით საკმაოდ რთული ბრძოლა მოუწიათ ქართველ ახალგაზრდებს, მაგრამ მათი მთლიანი შედეგი მიმდინარე ზაფხულში საკმაოდ ნაყოფიერია. მხოლოდ ორ თვეში ეროვნულმა ნაკრებმა ჯამში 6 მედალი მოიპოვა, რაც მისწავლეებისა და პედაგოგების დიდი შრომის შედეგია.

ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადა-IOI 1989 წლიდან ყოველწლიურად იმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და მასში მსოფლიოს საუკეთესო გუნდები იღებენ მონაწილეობას. საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ოლიმპიადაზე უკვე რამოდენიმე წელია წარმატებით ასპარეზობს.

საკონტაქტო ინფორმაცია:

გოჩა მანდარია
597980313
ორგანიზაციის შესახებ
დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი დაარსდა 1993 წელს. მისი დაარსებიდა დღემდე დემირელის სახელობის კერძო კოლეჯმა უამრავი მოსწავლე აზიარა ცოდნის სამყაროს. ბევრი მათგანი დღეს წარმატებული პიროვნებაა, რომლებიც, ჩვენდა სასიხარულოდ, არ ივიწყებენ აქ გატარებულ დაძაბულ, მაგრამ ბედნიერ წლებს.

კოლეჯის მოსწავლეებს მონაწილეობა აქვთ მიღებული როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო ოლიმპიადებსა და სამეცნიერო კონკურსებში. ამ დროის მანძილზე ჩვენს მოსწავლეებს მოპოვებული აქვთ 36 ოქროს, 32 ვერცხლის და 42 ბრინჯაოს მედალი მხოლოდ დიდ საერთაშორისო შეჯიბრებზე.

კოლეჯში მოსწავლეები ირიცხებიან ტესტური გამოცდების საფუძველზე, რომელთა სასწავლო-აღმზრდელობით საქმიანობას მაღალკვალიფიცირებული პედაგოგები წარმართავენ. ფუნქციონირებს სხვადასხვა საოლიმპიადო, სპორტული, სოციალური და საგანმანათლებო წრეები. ჰუმანიტარული საგნები ისწავლება მშობლიურ ენაზე, ხოლო საბუნებისმეტყველო და ტექნიკური საგნები - ინგლისურ ენაზე. კოლეჯის კურსდამთავრებული იღებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სერტიფიკატს, რომლის მეშვეობითაც შეუძლია სწავლის გაგრძელება მსოფლიოს ნებისმიერ უნივერსიტეტში.

დღეს დემირელის სახელობის კერძო კოლეჯში სწავლა განათლებას იღებს 390 მოსწავლე და დასაქმებულია 76 პერსონალი.
წაკითხულია: 6994