ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
იოგას ცენტრი ანანდა გაზაფხულს ახალი პროგრამით ხვდება
25/03/2014
პრესრელიზი

25 მარტი,2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
მაიკო ჩიტაშვილი,
593 260609;
maiko@publicity.ge

იოგას ცენტრი ანანდა გაზაფხულს ახალი პროგრამით ხვდება

იოგას ცენტრი ანანდა 2 წელზე მეტია რაც ქართულ ბაზარზე მოღვაწეობს და მთელი ამ ხნის განმავლობაში აგრძელებს განვითარებასა და ზრდას. ამ ეტაპზე ცენტრის ორი ფილიალი ფუნქციონრებს დედაქალაქში და 500-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. კლუბის წევრებს შეუძლიათ ისარგებლონ, როგორც ჯგუფური ისე ინდივიდუალური ვარჯიშებით, ჩაიტარონ სამკურნალო და სარელაქსაციო მასაჟები და აიღონ პასიური გაჭიმვის გაკვეთილები კვალიფიციური ინსტრუქტორებისგან. 

გაზაფხულის სეზონი ანანდას თბილისის ოფისმა ახალი პროგრამით დაიწყო. ცენტრის კვალიფიციურ ინსტრუქტორების ჯგუფს 3 ახალი სპეციალისტი შემოუერთდა ამერიკიდან და ინდოეთიდან, რომლებიც ჩაატარებენ მეცადინეობებს ისეთ მიმართულებებში როგორიცაა: აშტანგა, ჰათჰა, კუნდალინი, ვანიასა და კლასიკური იოგის სხვადასხვა მიმდინარეობები.



"ჩვენი მიზანია მაქსიმალურად ვუპასუხოთ მომხმარებლის მოთხოვნებს და მეტი და მეტი სრულფასოვანი მომსახურება შევთავაზოთ" - განაცხადა ცენტრის ხემძღვანელმა ედიტა დანილიანმა. "ახალი მიმართულებები, რომელიც წამყვან სპეციალისტებთან ერთად დავგეგმეთ სწორედ მომხმარებლის მოთხოვნებიდან გამომდინარე მოვარგეთ კლუბის გრაფიკს. ჩვენთან ვარჯიში და განტვირთვა მოსახერხებელია, როგორც დაკავებული ადამიანისთვის, ასევე მათთვის ვისი გრაფიკიც შედარებით მოქნილია. რაც მთავარია ჩვენი მთავარი მიზანია იოგას ცენტრი იყოს არა მხოლოდ ის ადგილი, სადაც მომხმარებელი დაუფლება იოგის კონკრეტულ მიმართულებებს, არამედ მიიღებს მთავარს: ისიამოვნოს და გაიუმჯებესებს ჯანმრთელობას".

   

ახალ მიმართულებებზე დასწრება მომხმარებლებს უკვე მიმდინარე კვირიდან შეუძლიათ, ნებისმიერ მიმდინარეობის პირველ გაკვეთილზე დასწრება კი ანანდა ცენტრის საჩუქარია.

წაკითხულია: 3497