ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
იუ-ჯი-თი „წლის საუკეთესო ინტეგრატორი კომპანიის“ და „წლის საუკეთესო პროგრამული უზრუნველყოფის“ ნომინაციების გამარჯვებულია.
20/11/2012

პრესრელიზი


20 ნოემბერი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
ანი ნადირაძე
მობ: 5 99 
9614 27
ელ.ფოსტა: ani.nadiradze@ugt.ge

იუ-ჯი-თი  „წლის საუკეთესო ინტეგრატორი კომპანიის" და „წლის საუკეთესო პროგრამული უზრუნველყოფის" ნომინაციების გამარჯვებულია

იუ-ჯი-თიმ კიბერ უსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების მეხუთე საიუბილეო კონფერენციაზე  ორ ნომინაციაში გაიმარჯვა. კომპანია  წლის განმავლობაში დანერგილი პროექტების გათვალისწინებით „წლის  საუკეთესო ინტეგრატორად" დასახელდა, ხოლო პირველი ხელოვნური ინტელექტის პროდუქტის შემუშავებისთვის „წლის საუკეთესო პროგრამული უზრუნველყოფის" ტიტული მიიღო.

იუ-ჯი-თის მიერ შემუშავებულმა  საქართველოში პირველი ხელოვნური ინტელექტის პროდუქტმა, რომელიც ექსპერტულ სისტემას წარმოადგენს და ორგანიზაციას ეხმარება გადაწყვეტილებების მიღების ავტომატიზაციაში, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორიდან 50-მდე წარმოდგენილ პროექტს  გაუწია კონკურენცია. ამ ინოვაციური პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია საქმის წარმოების,  დოკუმენტ ბრუნვის,  საფინასო, საბანკო, სოციალურ და სხვა სფეროებში.

საიუბილეო კონფერენციაზე  სულ 15 ნომინაციაში გამარჯვებული გამოავლინეს. მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და ICT ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით ჩატარებულ  კონფერენციაზე იუჯითი ვერცხილის სპონსორად იყო წარმოდგენილი. კონფერენციის მთავარი თემა იყო კიბერ უსაფრთხოებასთანდაკავშირებული საკითხები და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებები.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, რომლიც მიმდინარეობდა დევიზით:  "ინფორმაციული ტექნოლოგიები მომავლისთვის", მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნის 400-მდე წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაზე  განიხილებოდა კიბერ უსაფრთხოებისა დაინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების საკითხები. მონაწილეებმა  წარმოადგინეს  წლის განმავლობაში შემუშავებული ინოვაციური ITპროექტები.  დამსწრეები  გაეცნენ აღნიშნული მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებებს.

წაკითხულია: 2274