ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
იუ-ჯი-თიმ, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში „საქპატენტის“, ახალი ელექტრონული რეგისტრაციის სისტემის დანერგვის პროექტი წარმატებით დაასრულა
24/01/2014
პრესრელიზი

24 იანვარი,2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
ანი ნადირაძე
მობ: 599961427

იუ-ჯი-თიმ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში „საქპატენტის", ახალი ელექტრონული რეგისტრაციის სისტემის დანერგვის პროექტი წარმატებით დაასრულა

იუ-ჯი-თიმ წარმატებით განახორციელა, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის", ელექტრონული რეგისტრაციის სისტემის დანერგვის პროექტი.


ინტელექტუალური საკუთრების რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის დანერგვის პროექტი, რომლის პრეზენტაციასაც საქართველოში ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდი დაესწრო, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის, EPI-ს მხარდაჭერით განხორციელდა. სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და დანერგვა კი სრულად განახორციელა კომპანია იუ-ჯი-თიმ.

იუ-ჯი-თის ექსპერტებმა და ტექნიკურმა კონსულტანტებმა ინტელექტუალური საკუთრების ელექტრონული რეგისტრაციის სისტემა უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით დანერგეს. სისტემის მეშვეობით შესაძლებელია პროცედურების ავტომატიზაცია, რაც ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების ონლაინ რეგისტრაციასა და განცხადების დამუშავებას გულისხმობს. მასში ინტეგრირებულია ონლაინ გადახდების სისტემა. დანერგილი პროექტის მეშვეობით შესაძლებლი გახდა რეგისტრირებული ობიექტების როგორც დისტანციურად, ისე ავტომატურ რეჟიმში გამოქვეყნება.

ახალი ელექტრონული სისტემა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს „საქპატენტის" მომსახურების ხარისხს. ახალი სისტემის წყალობით ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული პროცესები გამარტივდება და უფრო გამჭვირვალე და სწრაფი გახდება.

როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა, ეს არის საქართველოს მთავრობის და ბიზნესის წარმატებული წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც უზრუნველყოფს უკეთეს მომავალს, როგორც სამუშაო ადგილების შექმნის, ისე ეკონომიკური განვითარების კუთხით.

„მოხარული ვართ, რომ USAID-ის და UGT-ს თანამშრომლობით შეიქმნა ელექტრონული რეგისტრაციის სისტემა, რომელიც უფრო თანამედროვეს, ხელმისაწვდომსა და მარტივს გახდის ბიზნესმენებისა და გამომგონებლებისთვის საკუთრების უფლების დაპატენტებას. წელს, როდესაც მთავრობა ცდილობს უზრუნველყოს ეკონომიკური ზრდა და მოიზიდოს მეტი ინვესტიცია, ასევე დაუახლოვდეს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებს, მიგვაჩნია, რომ დღევანდელი ღონისძიება ამ გზაზე მნიშვნელოვანი ეტაპია" - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

აღსანიშნავია, რომ EPI-ს ეკონომიკური შეფასებით ახალი სისტემა სახელმწიფო და კერძო სექტორში არსებულ დაინტერესებულ პირებს ყოველწლიურად 4 მილიონი ლარის ოდენობის ხარჯს დაუზოგავს.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს იუ-ჯი-თიმ ასევე წარმატებით განახორციელა „საქპატენტის" სასაქონლო ნიშნების და საავტორო უფლებების რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის დანერგვის პროექტი, რომელმაც საშუალება მისცა მომხმარებელს, საქპატენტის ოფისში გამოცხადების გარეშე, ინტერნეტის მეშვეობით დაარეგისტრირონ სასაქონლო ნიშანი და მართონ ინტელექტუალური საკუთრების დოკუმენტები, მიიღონ საჭირო ინფორმაცია, გადაიხადონ შესაბამისი გადასახადები და განახორციელონ სხვა ოპერაციები.

 

წაკითხულია: 3615