ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
იუ-ჯი-თიმ სპონსორობა გაუწია პირველ სტუდენტურ ჰაკათონს საქართველოში
25/12/2013



პრესრელიზი


24 დეკემბერი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
ანი ნადირაძე
მობ: 5 99 9614 27
ელ.ფოსტა: ani.nadiradze@ugt.ge

იუ-ჯი-თიმ სპონსორობა გაუწია პირველ სტუდენტურ ჰაკათონს საქართველოში

იუ-ჯი-თიმ სპონსორობა გაუწია პროგრამისტების პირველ მარათონს საქართველოში.

ჰაკათონი, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიური სკოლის (CST) სახელით გაიმართა, 100-ზე მეტმა სტუდენტმა და სკოლის მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

ჰაკათონში, რომლის ინიციატორებიც კავკასიის, შავი ზღვის, საქართველოს და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ, იუ-ჯი-თი მთავარი სპონსორობის გარდა ჟიურის ამპლუაშიც წარსდგა.

ტექნოლოგიურ მარათონში სტუდენტები გუნდებად გამოვიდნენ. შეჯიბრი 48 საათის განმავლობაში გაგრძელდა და მასში თავი მოიყარა ასზე მეტმა დეველოპერმა სხვადასხვა პროგრამულ პროდუქტსა თუ იდეებზე სამუშაოდ.

48 საათიანი ჰაკათონი ამ ორ დღეში შექმნილი პროგრამული პროდუქტების პრეზენტაციებითა და გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა. ჰაკათონის შედეგად თითოეულმა გუნდმა შექმნა პროგრამული პროდუქტის პროტოტიპი, რომელთაგანაც ჟიურიმ 4 გამარჯვებული გამოავლინა. კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიური სკოლის ნომინაციაში კი გაიმარჯვეს მე-11 კლასელებმა ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლიდან.

4 გამარჯვებულ გუნდს სპონსორებისგან ფულადი პრიზები გადაეცათ, რომლებიდანაც პირველ და მესამე ადგილზე გასული გუნდები UGT-იმ დააფინანსა.

ჰაკათონის მასშტაბმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა და საფუძველი ჩაუყარა ახალ ტრადიციას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში პროგრამირების დარგში პროფესიონალების ზრდასა და დასაქმებას.

წაკითხულია: 4197