პრესრელიზი
13 ივნისი ,2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
გიორგი აბაშიძე
ტელ.: 2 22 05 05
მობ.: 877 54 31 13
ელ.ფოსტა: info@itinvest.ge
იუ-ჯი-თის აი-ტი ვენჩერული ფონდის ფუნქციებს დღეიდან იუ-ჯი-თის შვილობილი კომპანია IT Invest განახორციელებს
[PUBLICITY.GE] თბილისი, 13 ივნისი, 2011 წელი - იუ-ჯი-თის აი-ტი ვენჩერული ფონდის ფუნქციებს დღეიდან იუ-ჯი-თის შვილობილი კომპანია IT Invest განახორციელებს. იუჯითიმ საინვესტიციო/ვენჩურული საქმიანობა 2010 წელს დაიწყო. მას შემდეგ, რაც გამოჩნდა, რომ ადგილობრივ ბაზარზე შესაძლებელია ძლიერი საინიციატივო ჯგუფების / პიროვნებების მოძიება, რომლებსაც გააჩნიათ მაღალი კომერციული პოტენციალის მქონე, ინოვაციური ბიზნეს იდეები IT სფეროში, იუჯითიმ გადაწყვიტა შეექმნა შვილობილი კომპანია IT Invest. კომპანია IT Invest-ის შექმნა კიდევ ერთი წინა პირობაა იმისა, რომ UGT ჯგუფი უფრო აქტიურად ჩაერთოს საქართველოს საინვესტიციო ბაზარზე.
აი-ტი ვენჩერული ფონდის მსგავსად IT Invest - ფინანსური რესურსებით, მატერიალურ ტექნიკური ბაზით, საჭირო კონტაქტებითა და კომპეტენციით დახმარებას გაუწევს ენერგიულ, განათლებულ და გამოცდილ საინიციატივო ჯგუფებს, კომპანიებს და კერძო პირებს საკუთარი ბიზნეს იდეების რეალიზებასა და განვითარებაში. აპლიკაცია შეუძლია შეავსოს ნებისმიერ ადამიანს, ჯგუფს, თუ კომპანიას, რომელსაც გააჩნია ინოვაციური IT ტევადი იდეა და მისი განხორციელების ნათელი ხედვა. (დეტალური ინფორმაცია იხ. http://www.itinvest.ge/)
„ჩვენი გამოცდილებიდან და ბაზრის პოტენციალიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ წელიწადში ინვესტირებას მოვახდენთ 3, ან 4 პროექტში. მაგრამ, აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ, იმ შემთხვევაში, თუ გაჩნდა მეტი საინტერესო პროექტი, ეს რიცხვი გაიზრდება. ჩვენი კომპანია განვითარება წარიმართება ორი ძირითადი მიმართულებით. პერმანენტულად ვიმუშავებთ ფინანსური რესურსების გაზრდაზე და ამასთან ვგეგმავთ, რომ ჩავერთოთ ბიზნეს ინკუბაციის სფეროში, რის შედეგადაც იდეის ავტორებს პროფესიონალურ დახმარებას გაუწევთ უშუალოდ ბიზნესის მართვაში." - გიორგი აბაშიძე, IT Invest მენეჯერი.
კომპანია IT Invest-ის დაფუძნების პარალელურად გამოვლინდა პირველი გამარჯვებული პროექტიც. IT Invest გამარჯვებულ პროექტს და შესაბამისად ახალი კომპანიის საქმიანობას საზოგადოებას ოფიციალურად უახლოეს მომავალში წარუდგენს.