ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
იურიდიული დახმარების სამსახური ერთი წლისაა
06/07/2008

პრესრელიზი

6 ივლისი, 2008
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი: გიორგი სელიმაშვილი
იურიდიული დახმარების სამსახურის
საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი
ტელ: 93 20 90
მობ: 899 42 77 37
ელ-ფოსტა:
gselimashvili@legalaid.ge
ვებგვერდი: http://www.legalaid.ge/

იურიდიული დახმარების სამსახური ერთი წლისაა


[PUBLICITY.GE] თბილისი, 6 ივლისი, 2008 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახურის დაარსებიდან ერთი წლისთავის აღსანიშნავად გუშინ იუსტიციის სამინისტროში გაიმართა ღონისძიება, სადაც იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის შედეგებზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს.

პრეზენტაცია იუსტიციის მინისტრმა ნიკა გვარამიამ გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: იუსტიციის მინისტრის მოადგილე მაია კოპალეიშვილი, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რუსუდან ტაბატაძე, ეუთო-ს, ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს”, USAID-ის, ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიის და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები.

”იურიდიული დახმარების სამსახური ერთი წლის წინ შეიქმნა და ამ დროის განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. სამსახურის ადვოკატები უფასოდ იცავენ იმ ადამიანებს, რომელთაც არ აქვთ მატერიალური შესაძლებლობა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში საზოგადოებრივი ადვოკატები ათასობით ადამიანს მოემსახურნენ, ორ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგა, რაც კარგი შედეგია. ამ დროისათვის, სამსახურს 10 ტერიტორიული ბიურო და ორი საკონსულტაციო ცენტრი აქვს. ჩვენ ვგეგმავთ კიდევ უფრო მეტი ტერიტორიული ოფისის გახსნას, რათა მოქალაქეებისათვის მომსახურება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. უფასო იურიდიული დახმარების სფეროში მიღწეული წარმატება მოკლე ვადაში ეფექტიანი რეფორმის განხორციელების კარგი პრეცედენტია”, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

რუსუდან ტაბატაძის ინფორმაციით, იურიდიული დახმარების სამსახური იუსტიციის სამინისტროს მმართველობის ფარგლებში 2007 წლის ივლისში ამოქმედდა. მისი მიზანია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გარანტირებული დაცვის უფლების განხორციელება და იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობა უზრუნველყოს. დღეისათვის, სამსახურის 10 ბიურო და 2 საკონსულტაციო ცენტრი კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელოს, გურიის, აჭარის რეგიონებში და თბილისში ფუნქციონირებს. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონული ოფისების უმრავლესობა 2007 წლის ნოემბრიდან მოქმედებს, იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტებმა წარმოებაში 6257 საქმე მიიღეს, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს 2080 კონსულტაცია გაუწიეს და სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში ორ გამამართლებელ განაჩენს მიაღწიეს.

იურიდიული დახმარების სამსახურის მომსახურება მოქალაქეთათვის სრულიად უფასოა და მოიცავს იურიდიულ კონსულტაციას ყველა სამართლებრივ საკითხზე; სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენას სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებთან დაკავშირებით; ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელისა და მსჯავრდებულის ინტერესების დაცვას სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე. 2009 წლიდან საზოგადოებრივი ადვოკატების მომსახურება ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართლის საქმეებზეც გავრცელდება.
 
 
###
წაკითხულია: 10398

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში