ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
იურიდიული დახმარების სამსახური გასვლით კონსულტაციებს აგრძელებს
17/07/2008

პრესრელიზი

17 ივლისი, 2008
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი: გიორგი სელიმაშვილი
იურიდიული დახმარების სამსახურის
საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი
ტელ: 93 20 90
მობ: 899 42 77 37
ელ-ფოსტა:
gselimashvili@legalaid.ge
ვებგვერდი: http://www.legalaid.ge/


იურიდიული დახმარების სამსახური გასვლით კონსულტაციებს აგრძელებს

[PUBLICITY.GE] თბილისი, 17 ივლისი, 2008 - იუსტიციის სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლები 16-18 ივლისს გასვლით კონსულტაციებს ჩაატარებენ თელავისა და ჩხოროწყუს რაიონების მოსახლეობისათვის.

იურისტები მოსახლეობას განუმარტავენ მათთვის აქტუალურ სამართლებრივ საკითხებს. როგორც წესი, რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისათვის ასეთია მიწის ნაკვეთების დაკანონება, მემკვიდრეობა და სოციალური დაცვა. იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლები სპეციალურ საინფორმაციო მასალას დაარიგებენ და უპასუხებენ დასმულ შეკითხვებს.

გასვლით კონსულტაციებს რეგულარული ხასიათი აქვს და მათი მიზანი მოქალაქეთა სამართლებრივი განათლების ხელშეწყობა და მათთვის უფასო იურიდიული დახმარების გაწევაა. იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტებმა ამგვარი შეხვედრები უკვე გამართეს სენაკის, ქობულეთის, თიანეთის, ყვარლის, მარნეულისა და ბოლნისის რაიონების მოსახლეობასთან.


###

წაკითხულია: 7485

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში