ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
იურიდიული დახმარების სამსახურს 2 წელი შეუსრულდა
09/07/2009



პრესრელიზი

9 ივლისი, 2009
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
სალომე მახარაძე
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების
საკითხთა სამინისტროს პრესასთან ურთიერთობის
სამმართველოს უფროსი
ტელ: 8(77) 73-36-34; 8(32) 31-27-53;
ელ-ფოსტა: press@mcla.gov.ge; www.mcla.gov.ge 
 
გიორგი  სელიმაშვილი
იურიდიული დახმარების სამსახურის PR-მენეჯერი
ტელ: 8(99) 42-77-37; 8(32) 98-84-93;
ელ-ფოსტა: gselimashvili@legalaid.ge; www.legalaid.ge


იურიდიული დახმარების სამსახურს 2 წელი შეუსრულდა

[PUBLICITY.GE] თბილისი, 9 ივლისი, 2009 - დღეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში იურიდიული დახმარების სამსახურის 2 წლის საქმიანობის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა - ირაკლი კობიძემ საზოგადოებას სამსახურში განხორციელებული რეფორმები და სამომავლო გეგმები გააცნო.

ირაკლი კობიძემ განსაკუთარებული აქცენტი გაწეულ მომსახურებაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ 2 წლის განმავლობაში სახელმწიფოს ხარჯზე არსებული უფასო იურიდიული დახმარებით 26 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა. მისი განმარტებით, დღეისათვის, სამსახურის 10 ბიურო და 2 საკონსულტაციო ცენტრი კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელოს, გურიის, აჭარის რეგიონებსა და თბილისში ფუნქციონირებს. ხოლო 2009 წლის ბოლომდე დაგეგმილია ახალი იურიდიული დახმარების ბიუროს გახსნა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში.

იურიდიული დახმარების სამსახური საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით იუსტიციის სამინისტროს სისტემაში 2007 წლის ივლისში ამოქმედდა. მისი მომსახურება მოქალაქეთათვის სრულიად უფასოა და მოიცავს იურიდიულ კონსულტაციას ყველა სამართლებრივ საკითხზე; სამართლებრივი დოკუმენტაციის (განცხადება, შუამდგომლობა) შედგენას სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებთან დაკავშირებით; ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელისა და მსჯავრდებულის ინტერესების დაცვას სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე.

აღსანიშნავია, რომ იურიდიული დახმარების სამსახურის განვითარებაში აქტიურად მონაწილეობენ ისეთი ორგანიზაციები, როგორებიც არიან ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო", ღია საზოგადოება - სამართლებრივი ინიციატივა, ამერიკის საეთაშორისო განვითარების სააგენტო, ამერიკის იურისტთა ასოციაცია, ამსტერდამის იურიდიული დახმარების საბჭო, ევროკომისია, გაეროს განვითარების პროგრამა და სხვები. შეგახსენებთ, რომ 2009 წლის თებერვლიდან იურიდიული დახმარების სამსახური ფუნქციონირებასა და რეფორმების გატარებას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში აგრძელებს.
 
###
წაკითხულია: 9734

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში