ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
იურიდიული დახმარების სამსახურის სტაჟიორებმა იმიტირებული სასამართლო პროცესი მოაწყვეს
05/05/2008

  

პრესრელიზი

5 მაისი, 2008
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის 

საკონტაქტო პირი: გიორგი სელიმაშვილი
იურიდიული დახმარების სამსახურის
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
ტელ: 75 82 97; 98 84 83
მობ: 899 42 77 37
ელ.ფოსტა:
gselimashvili@legalaid.ge
ვებგვერდი: www.legalaid.ge

იურიდიული დახმარების სამსახურის სტაჟიორებმა იმიტირებული სასამართლო პროცესი მოაწყვეს

[PUBLICITY.GE]თბილისი, 5 მაისი, 2008 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახურის სტაჟიორებმა 4 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში  პირველი იმიტირებული სასამართლო პროცესი მოაწყვეს, რომელიც  აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს მიეძღვნა. პროცესში მონაწილეობა  იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროსთან არსებული იურიდიული კლინიკის 18-მა სტაჟიორმა მიიღო. მონაწილეები ათ გუნდად იყვნენ წარმოდგენილი, აქედან 5  - ბრალდების და 5 დაცვის მხარის ინტერესებს იცავდა. სტაჟიორები  პროკურორის, გამომძიებლისა და ადვოკატის როლებს ასრულებდნენ. საუკეთესო შეფასების მქონე 3 გუნდი   სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდა.

იურიდიული კლინიკა  იურიდიული დახმარების სამსახურის პროექტს წარმოადგენს, რომელიც 2008 წლის აპრილიდან ამოქმედდა და  იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების პროფესიული ზრდის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.  იურიდიულ კლინიკაში სწავლის ხანგრძლივობა 6 თვეა. ამ პერიოდის განმავლობაში კონსურსის გზით შერჩეულ სტაჟიორებს შესაძლებლობა აქვთ შეისწავლონ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პრაქტიკული ასპექტები, განივითარონ ადვოკატის უნარ-ჩვევები, აგრეთვე განიმტკიცონ თეორიული ცოდნა სისხლის სამართლის სფეროში.

კლინიკის სტაჟიორები პერიოდულად ჩაატარებენ იმიტირებულ სასამართლოს პროცესებს, რომლებიც ყოველკვირეულ სემინარებზე განხილულ საკითხებს შეეხება.

###


წაკითხულია: 7817

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში