ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
იურიდიული დახმარების სამსახური ადვოკატთა საქმიანობის შეფასების ახალ სისტემაზე მუშაობს
03/06/2008

 

პრესრელიზი

3 ივნისი, 2008
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი: გიორგი სელიმაშვილი
იურიდიული დახმარების სამსახურის
საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი:
ტელ: 75 82 97
მობ: 899 42 77 37
ელ-ფოსტა: gselimashvili@legalaid.ge
ვებგვერდი: www.legalaid.ge

იურიდიული დახმარების სამსახური ადვოკატთა საქმიანობის შეფასების ახალ სისტემაზე მუშაობს

[PUBLICITY.GE] თბილისი, 3 ივნისი, 2008 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახური ადვოკატთა საქმიანობის შეფასების ახალ სისტემას ქმნის, რომლის მიზანს თანამშრომელთა სამსახურებრივი დაწინაურების, სხვა სამუშაოზე გადაყვანის, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, პრემირების, სწავლებისა და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხების რეგულირება წარმოადგენს.

პროექტზე მონიტორინგისა და ანალიზის განყოფილების იურისტები და საკადრო საკიხთა სპეციალისტი ერთობლივად მუშაობენ. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, 2 ივნისს, იუსტიციის სამინისტროში იურიდიული დახმარების თბილისის, ქვემო ქართლისა და კახეთის ბიუროების ადვოკატებისათვის სპეციალური პრეზენტაცია გაიმართა.

სისტემა  5 სხვადასხვა კრიტერიუმს ეყრდნობა და ადვოკატთა საქმიანობის შეფასებას სხვადასხვა ეტაპზე განხორციელებული მოქმედებების, სასამრთლო პროცესზე მიღწეული წარმატებული შედეგის, პროფესიული უნარ-ჩვევების, პიროვნული და საქმიანი მახასიათებლების,  აგრეთვე დასაცავი პირის მიერ ადვოკატის მომსახურების შეფასების მიხედვით გულისხმობს.

ადვოკატთა საქმიანობის შეფასების ახალი სისტემა პილოტირებას რამდენიმე ბიუროებში გაივლის, ხოლო წარმატებით დასრულების შემთხევაში, იურიდიული დახმარების სამსახურის მთელს სისტემაში დაინერგება.

წაკითხულია: 7644

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში