იუ–ჯი–თი და მისი შვილობილი კომპანია დილაინი მსხვილ და კეთილსინდისიერ გადამხდელთა ოქროს სიაში მოხვდნენ
პრესრელიზი
19 თებერვალი, 2010
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია
თამარ ჯიბუტი
მედიასთან ურთიერთობის კოორდინატორი
”ფაბლისითი ჯგუფი"
ტელ: +995 32 508 444
მობ: +995 77 465 59
ელ-ფოსტა: tako@publicity.ge
იუ–ჯი–თი და მისი შვილობილი კომპანია დილაინი მსხვილ და კეთილსინდისიერ გადამხდელთა ოქროს სიაში მოხვდნენ
[PUBLICITY.GE] თბილისი, 19 თებერვალი, 2010 - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა იუ–ჯი–თისა და მის შვილობილ კომპანია "დილაინს" მიანიჭა სტატუსი, რომლის მეშვეობითაც ორივე მათგანი „ოქროს სიის” მონაწილე კომპანიებისათვის გამარტივებული საბაჟო პროცედურებით ისარგებლებენ.
იუ–ჯი–თი ჯგუფში შემავალმა ორივე კომპანიამ ოქროს სიაში გასაწევრიანებელი ყველა ის მოთხოვნა დააკმაყოფილა, რომელიც საბაჟო-სავაჭრო პარტნიორობის პროგრამაში მოხვედრის აუცილებელი პირობაა: პრეტენდენტი კომპანიის წლიური ბრუნვა უნდა შეადგენდეს 5 მილიონ ლარს, იმპორტის გადასახადების მაღალი მაჩვენებელი კი არანაკლებ 900 ათასი ლარს. ამასთან, კომპანიას არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვანი დარღვევა საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებით. „ოქროს სიაში“ გაწევრიანება საშუალებას მისცემს იუ–ჯი–თისა და მის შვილობილ კომპანიას მნიშვნელოვნად გამარტივებული საბაჟო პროცედურებით ისარგებლონ.
გარდა ამისა, იუ–ჯი–თისა და დილაინს, როგორც მსხვილ და კეთილსინდისიერ იმპორტიორებს, უფლება აქვთ საბაჟო დეკლარაცია ელექტრონულად წარადგინონ, განბაჟება კი საზღვარზევე განახორციელონ, ან ტვირთი საზღვრიდან პირდაპირ ორგანიზაციის საწყობში განათავსონ და განბაჟებაც სწორედ საწყობიდან მოახდინონ. დეტალურ შემოწმებას არც “ოქროს სიის" წევრის მიერ წარდგენილი დეკლარაცია და დოკუმენტები ექვემდებარება.
###