პრესრელიზი
29 იანვარი,2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
მაიკო ჩიტაშვილი,
593 260609;
maiko@publicity.ge
იფრინეთ flydubai-ს ბიზნეს-კლასით
ავიაკომპანია ბიზნეს-კლასის სერვისს დუბაის მიმართულებით იწყებს
დუბაიში ბაზირებული ავიკომპანია flydubai 2014 წლის 28 იანვრიდან თბილისი-დუბაის მიმართულებაზე ბიზნეს-კლასის მომსახურებას იწყებს. სერვისი ქართველ მგზავრებს საშუალებას აძლევს კვირაში ოთხჯერ flydubai-ს ბიზნეს-კლასის მომსახურებით ისარგებლონ, რომელსაც იგი უახლესი ბოინგ 737-800 -ით ასრულებს.
flydubai-ს ბიზნეს-კლასი 12 სპეციალური და კომფორტული იტალიური ტყავისგან დამზადებული სავარძლებისგან შედგება, რომლის სიგანეც 1 მეტრია. ხომალდის რევოლუციური გასართობი სისტემა მაღალტექნოლოგიური 12.1 ინჩის ზომის სენსორული ეკრანითაა აღჭურვილი და 1,000 საათიან უწყვეტ გასართობ პროგრამას მოიცავს. ბიზნეს-კლასის მგზავრებს შეუძლიათ ასევე პერსონალური სერვისითაც ისარგებლონ, რომელსაც მაღალკვალიფიციური და სპეციალურად დატრენინგებული ეკიპაჟის წევრები უზრუნველყოფენ. ბიზნეს-კლასის მგზავრებს აეროპორტშიც განსაკუთრებული მომსახურება ელოდებათ, რაც მოიცავს პრიორიტეტულ სერვისს რეგისტრაციისას, სწრაფ საემიგრაციო სერვისს, ლოუნჯით სარგებლობას თბილისისა და დუბაის აეროპორტებში და ბარგის მიღების უპირატესობას ადგილზე ჩასვლისას.
ბიზნეს-კლასის კომენტარებისას ავიაკომპანიის კომერციული ოპერაციების მთავარმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯეიჰუნ ეფენდიმ განაცხადა: „ბიზნეს-კლასის შეთავაზება თბილისიდან დუბაის მიმართულებაზე ჩვენი ვალდებულების ნაწილია, რაც გულისხომობს მომხარებელებს განსაკუთრებული პროდუქტი მივაწოდოთ და დავაკმაყოფილოთ ნებისმიერი ტიპის სეგმენტის მოთხოვნა. flydubai ვითარდება, როგორც ერთ-ერთი უდიდესი წამყვანი ავიაკომპანია უდიდესი სამოგზაურო გამოცდილებისა და სერვისის მიწოდების მხივ, რომლის ფრენებიც დუბაიდან მაქსიმალურად კომფორტულია".
flydubai-ს ქსელი 35 ქვეყნის მასშტაბით 65 მიმართულებას მოიცავს. მრავალ ამ მიმართულებებზე მანამდე არცერთი ავიაკომპანია არ ასრულებდა ბიზნეს-კლასის ფრენებს და ავიაკომპანია ამ მხრივაც პიონერად ითვლება.
2011 წლიდან დუბაის პირდაპირი მიმართულება, რომელიც თბილისიდან 3 საათსა და 10 წუთშია შესაძლებელი, ქართველების საუკთესო ადილი გახდა დასვენებისა და შოფინგისთვის. ქალაქი დამსვენებლებს სთავაზობს სხვადასხვა მდიდრულ სასტუმროებსა და სავაჭრო მოლებს, მსოფლიოშო ცნობილ რესტორნებს, მსოფლიოს უმაღლეს ნაგებობა - ბურჯ ხალიფას, ოქროსფერ ქვიშებსა და უდაბნოს განუმეორებელ პეიზაჟებს.
ქართველ მგზავრებს საშუალება აქვთ ისარგებლონ დუბაის აეროპორტით, რომელიც მათ 200 მეტ ქვეყანასთან აკავშირებს. მათ შორისაა ისეთი პოპულარული მიმაართულებები როგორიცაა მალდივები და შრილანკა.
ფრენის დეტალები
ფრენები თბილისი-დუბაის მიმართულებით კვირაში ოთხჯერ ხორციელდება : სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათსა და კვირას.
თბილისიდან
ხომალდი რეისით FZ714 თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 06:50 საათზე გაფრინდება და დუბაის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალ 2-ში ადგილობრივი დროით 10:00-ზე დაეშვება.
დუბაიდან
ხომალდი რეისით FZ713 დუბაის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალ 2-დან 02:25საათზე გამოფრინდება და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ადგილობრივი დროით 6:00 საათზე დაეშვება.
ბიზნეს-კლასის ბილეთის ფასი ორი გზა 1070 $-დან იწყება. ფასი მოიცავს 7 კგ ხელბარგს და 40 კგ ჩასაბარებელ ბარგს.
მეტი ინფორმაციის მიღება flydubai-ს ბიზნეს-კლასის სერვისზე შესაძლებელია ცხელი ხაზის მეშვებით (+971 4 231 1000) ან ვებ გვერდიდან:
www.flydubai.com/en/business/
www.flydubai.com/ru/business/
flydubai-ს შესახებ:
ავიაკომპანია flydubai მუდმივად ცდილობს ტურისტებს მოუხსნას დაბრკოლებები და გაუმარტივოს კომუნიკაცია სხვადასხვა ქვეყნის და კულტურის მქონე მოქალაქეებთან. flydubai ოპერირების დაწყებიდან (2009 წელი) დღემდე:
• მოიცავს 65-ზე მეტ მიმართულებას, 16 ახალი მიმართულება კი 2013 წელს დაანონსდა;
• ავიაკომპანიამ 47 ახალი მიმართულებებით დაიწყო ფრენა, სადაც მანამდე დუბაი, ან არაბეთის გაერთიანებული საემიროები არ იყო დაკავშირებული
• flydubai-ს ავიაპარკი 35 თვითმფრინავისგან შედგება. 2015 წელს ავიაპარკს კიდევ 50 ხომალდი შეემატება
ახალგაზრდა, სწრაფად მზარდ და კომფორტულ ავიაკომპანიას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს დუბაის ეკონომიკის განვითარებაში, ხელს უწყობს დუბაის მთავრობას აქამდე აუთვისებელ ქვეყნებთან ტურისტული და სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ინტერნეტგვერდს flydubai.com.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
მაიკო ჩიტაშვილს: +995 593 260609; ელ.ფოსტაზე: maiko@publicity.ge;
ბილეთების დასაჯავშნად დაუკავშირდით:
კომპანია Voyager-ს; +995 322 40 08 08 ელფოსტა: info@voyager.ge