პროგრამა მეტწილად საინტერესოა კომპანიის მფლობელების, ხელმძღვანელების, დეპარტამენტის დირექტორების, ტოპ-მენეჯერების, ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტების, ბიზნეს-ტერენერების, ბიზნეს-კონსულტანტებისა და ფსიქოლოგებისათვის, რომლებიც მუშაობენ პირველ პირებთან. ასევე, ზოგადად მიზანდასახული ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ თავიანთი მიზნების უმოკლეს ვადებში მიღწევა და ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ ახალი და ულტრათანამედროვე პროფესიის დაუფლება. 2015-2016 წლებში სასერტიფიკატო პროგრამა წარმატებით გაიარეს ადგილობრივი და უცხოური კომპანიების ხელმძღვანელებმა და მმართველმა რგოლმა. ამ ორგანიზაციების 50% უკვე ჰყავს საკუთარი, შტატიანი, ერიქსონის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ სერტიფიცირებული ქოუჩი.