127 ნოემბერი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი
სოფო ჭიჭინაძე,
UNDP საქართველო:
599 196907 (მობილური),
sophie.tchitchinadze@undp.org
იწყება მსჯელობა ციხეების ალტერნატიულ მონიტორინგზე
თბილისი. 9 ნოემბერი 2012 - საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო იწყებს ციხეების ალტერნატიული მონიტორინგისა და საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების განხილვას. დღეს გაიმართა პირველი სამუშაო შეხვედრა, რომელსაც საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრა გაიმართა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით. „ჩვენი მიზანია აღარასდროს დავუშვათ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა საქართველოს ციხეებში. საზოგადოებრივი კონტროლი ამის ერთ-ერთი საუკეთესო მექანიზმია", - თქვა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა სოზარ სუბარიმ შეხვედრის გახსნაზე. 2007 წლიდან მოყოლებული მხოლოდ საქართველოს სახალხო დამცველს შეეძლო ციხეებში საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება. ალტერნატიული მონიტორინგი დამატებითი საშუალებაა ადამიანის უფლებების ეფექტური დაცვისა და წამების პრევენციისათვის.
„ეფექტური საზოგადოებრივი კონტროლი აუცილებელია იმისთვის, რომ არსებული პრობლემები დროულად გამოვლინდეს, სწორი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული და საზოგადოების თვალში ციხის ლეგიტიმურობა გაიზარდოს. UNDP მზად არის იმუშაოს სამინისტროსთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ამ საკითხების პრაქტიკული გადაწყვეტისათვის", - თქვა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ ინიტა პაულოვიჩამ.
პენიტენციარული სისტემის ალტერნატიული მონიტორინგის შესახებ მსჯელობა მომავალშიც გაგრძელდება.