ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
08/04/2017
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
კამპანია „ვსწავლობთ ქართულად“ მარნეულში პირველ შედეგებს შეაჯამებს
11 აპრილს, 12:00 საათზე, ქალაქ მარნეულში, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში, დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. საზეიმო ღონისძიება კამპანია „ვსწავლობთ ქართულად“ ფარგლებში ტარდება. მისი მიზანია ქართული ენის პოპულარიზაცია უცხოელ და არაქართველ მოსწავლეებში, ქართული ენისა და კულტურისადმი ინტერესის გაზრდა და ქართულ ენაზე წერითი და ზეპირმეტყველების კულტურის გამომუშავება. კამპანიაში საქართველოს რამოდენიმე სკოლაა ჩართული, სადაც უცხოელი მოსწავლეები სპეციალური, გაძლიერებული პროგრამით ქართველ თანატოლებთან ერთად ეუფლებიან ქართულ ენას.
მარნეულში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზატორი „დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმია“, სადაც მოსწავლეების უმრავლესობა ეთნიკურად არაქართველია. უკვე ამრავალი წელია ლიცეუმი წარმატებით მონაწილეობს სხვადასხვა თემატურ კურსებსა და პროექტებში.
კამპანია „ვსწავლობთ ქართულად“ გასული წლის სექტემბერში დაიწყო. პროგრამაში სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ჩაერთვნენ, რომლებმაც ქართული ენის სწავლისადმი განსაკუთრებული ინტერესი გამოავლინეს. პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება 29 აპრილს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება. აპრილის ბოლოს დაგეგმილ ქართული ენის X ოლიმპიადაზე ქართველი და უცხოელი მოსწავლეები 3 ნომინაციაში გამოცდიან საკუთარ შესაძლებლობებს. რეგისტრაცია ქვეყნის მასშტაბით უკვე 1000-ზე მეტმა მონაწილემ გაიარა. ფინალურ ღონისძიებაზე 7 გამარჯვებული შემდეგ კატეგორიებში გამოვლინდება: საუკეთესო კალიგრაფი, მხატვრული კითხვის ოსტატი, საუკეთესო მუსიკალური ნომერი.
ქართული ენის მეათე ოლიმპიადა წელს სკოლა-ლიცეუმ სხივის ორგანიზებით გაიმართება. ოლიმპიადაში მარნეულის მოსწავლეებთან ერთად სხვა ქალაქების მოსწავლეებიც ჩაერთვებიან.
ორგანიზაციის შესახებ
პროექტის მხარდამჭერია: საქართველოს განათლების სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, კომპანია "ბიბლუსი".

https://www.youtube.com/watch?v=MUjH3_bRt5Q&feature=youtu.be
წაკითხულია: 1731