ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
კანონპროექტის „ნარჩენების მართვის კოდექსი“-ს საჯარო განხილვა
17/03/2014
პრესრელიზი

17 მარტი,2014
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
E-mail: pr@moe.gov.ge
Tel.: +995 32 72 72 24,
+995 32 72 72 34

კანონპროექტის „ნარჩენების მართვის კოდექსი"-ს საჯარო განხილვა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში (საკონფერენციო დარბაზი) გაიმართა კანონპროექტის „ნარჩენების მართვის კოდექსი"-ს საჯარო განხილვა.

განხილვაში მონაწილება მიიღეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

კანონპროექტის მიზანია ნარჩენების მართვის სფეროში იურიდიული საფუძვლების შექმნა ისეთი ღონისძიებების დანერგვისათვის, რაც ხელს შეუწყობს ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას და ხელახალი გამოყენების ზრდას, ნარჩენების გარემოსთვის უსაფრთხო გზით დამუშავებას, ნარჩენებიდან ენერგიის მიღებას, ასევე, ნარჩენების უსაფრთხო განთავსებას.

კანონპროექტი „ნარჩენების მართვის კოდექსი" ითვალისწინებს ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომებისა და ევროპული სტანდარტების დანერგავს საქართველოში. კანონპროექტი მნიშვნელოვანია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებების თვალსაზრისითაც, რადგანაც მის ერთ-ერთ მთავარ მიზანს გარემოს დაცვა წამოადგენს.

კანონპროექტის მთავარი მოთხოვნა და გამოწვევაა - „მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობა", რომელიც მიზნად ისახავს მწარმოებელთა მიერ ფინანსური და ორგანიზაციული წვლილის შეტანას მათი პროდუქციის ნარჩენების გადამუშავებაში.

ასევე კანონპროექტი ითვალისწინებს მუნიციპალური ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული უფლებებს, ვალდებულებებსა და პროცედურებს, ნებართვებსა და ნაგავსაყრელების ოპერირებას, სანქციებს, ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გადამუშავებასა და განთავსებას.

კანონპროექტი მომზადდა ევროკავშირის ხელშეწყობით ნარჩენების მართვის Twinning- ის პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით. აღსანიშნავია, რომ საქართველოში წლების მანძილზე არ არსებობდა ნარჩენების მართვის საკითხების მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა.

საჯარო განხილვაზე სამინისტროს წარმომადგენლები და კანონპროექტზე მომუშავე ჯგუფის წევრები მოისმენენ არასამთავრობო სექტორისა და დაინტერესებული მხარეების შენიშვნებსა და წინადადებებს.

კანონპროექტი „ნარჩენების მართვის კოდექსი" გადაეგზავნება საქართველოს მთავრობას სხდომაზე განსახილველად, შემდეგ დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს პარლამენტს.

 

წაკითხულია: 4343

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში