ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
კატასტროფის რისკის შემცირება საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში
15/07/2015
კატასტროფის რისკის შემცირება საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში

14-15 ივლისის სამუშაო შეხვედრა ბათუმში

ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიისა და სამოქალაქო უსაფრთხოების დეპარტამენტის (ECHO) ეგიდითა და ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გერმანულ საერთაშორისო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდთან (ASB) ერთად მიმდინარე წლის 14-15 ივლისს ქ. ბათუმში (სასტუმრო რედისონი) ტარდება გასვლით საკოორდინაციო შეხვედრას თემაზე „კატასტროფის რისკის შემცირება საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში". შეხვედრის მიზანია კატასტროფის რისკის შემცირების შესახებ სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავება განათლების სისტემისთვის, რომელიც მოიცავს სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების ელემენტებს საბავშვო ბაღების, სკოლების, სპეციალური საგანმანათლებო დაწესებულებებისა და უნივერსიტეტებისთვის. შეხვედრა ხორციელდება პროექტის „ჩვენ მზად ვართ! - კატასტროფის რისკის შემცირება საქართველოს საბავშვო ბაღებში" ფარგლებში.

 

საკოორდინაციო შეხვედრას ესწრებიან წარმომადგენლები სხვადასხვა სამინისტროებიდან (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო) კრიზისების მართვის საბჭოდან და DIPECHO -ს პარტნიორი ორგანიზაციებიდან.

საკონტაქტო პირი: თეონა ჯულუხაძე,+995 599 475060, E-mail: t.julukhadze@asb-georgia
.org

წაკითხულია: 5271