ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
14/03/2017
კატიანი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისთვის ემზადება!
7 მარტს, კატიანის ინიციატივით დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებმა კატები დახატეს.
ეს კატიანისა და ბაბალეს ერთობლივი პროექტია.

დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები კატიანის პროდუქციაზე დაიპრინტა და ბაბალეში გაიყიდება 13-დან 21 მარტის ჩათვლით.

შემოსული თანხის ნახევარი კი ბაბალეს გადაეცემა.
დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ნამუშევრები დაიბეჭდა ჭიქებზე, ჩანთებზე, ბლოკნოტებსა და წიგნის სანიშნებზე.
ორგანიზაციის შესახებ
კატიანი არის ორგანიზაცია, რომელიც სხვადასხვა აქსესუარებს (მაისურებს, ჭიქებს, ჩანთებს, ბლოკნოტებს, წიგნის სანიშნებს, გულსაბნევებსა და სტიკერებს) მრავალფეროვანი კატების გამოსახულებით ამზადებს.
-----------------------------------------------------------------------------------------------------
ლეგენდა შექმნილია ყველას ბავშვობის საყვარელი ლექსის მიხედვით.
კატიანის ლეგენდის თანახმად, მოვლენები ასე განვითარდა:

ერთმა უწყინარმა და ცელქმა ფისომ, ვაზა გადმოაგდო. გაბრაზებულმა ბებომ არც აცია, არც აცხელა და ფისო დაასმინა ცხელ გულზე. ჰოდა, სამართალდამცავმა ორგანოებმა ის დაიჭირეს და საკანში მოათავსეს.

როცა ბებო გონს მოეგო, ითხოვდა კატიანის გათავისუფლებას, მაგრამ ამაოდ.
ბებო კატიანს ციხეში მოსანახულებლად ეწვია.
წაკითხულია: 4296