პროექტი „ბიოსფერული რეზერვატის, როგორც ადგილობრივ დონეზე ინკლუზიური და მდგრადი განვითარების მოდელის დაარსება კახეთის რეგიონში“ ითვალისწინებს, აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის ბიოსფერული რეზერვატების დაფუძნების ნომინაციის ხელშეწყობას. ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების აქტიური მონაწილეობით, დაგეგმილია შეიქმნას სრულყოფილი ნომინაციის დოკუმენტი იუნესკოს სამდივნოში წარსადგენად. ბიოსფერული რეზერვატის მიზანია, გარემოსთან დაკავშირებული საქმიანობები დაუქვემდებაროს მწვანე ეკონომიკის წესებს, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანის და ბუნების ჰარმონიულ თანაცხოვრებას.