ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
21/08/2020
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
კახეთის რეგიონში მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ტრენინგები მიმდინარეობს
თელავში, სასტუმრო “Holiday Inn Telavi” (რუსთაველის ქუჩა N2), პროექტის „GEclose2EU’’-ს ფარგლებში, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ტრენინგების სერია გაიმართება.
ტრენინგში თემაზე „გაყიდვები და დისტრიბუციის არხები“ და ,,ფინანსების მართვა“, კახეთის რეგიონის 50-მდე მეწარმე მიღებს მონაწილეობას. მსგავსი ტრენინგები, მომდევნო კვირების მანძილზე, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ჩატარდება.
ტრენინგები მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, პროექტის ერთ-ერთი აქტივობაა და მასში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების ბენეფიციარი 500 კომპანია მიიღებს მონაწილეობას. ტრენინგების თემატიკა განსხვავებულია და ის მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა ფინანსების მართვა, მეწარმეობის ფორმები და საგადასახადო ანგარიშგება, მარკეტინგი და ბრენდინგი, გაყიდვები, დისტრიბუციის არხები და ფინანსების მოზიდვა/ბიზნეს-გეგმის წერა. თითოეულ კომპანიას შეუძლია გამოთქვას მონაწილეობის სურვილი ერთ ან რამდენიმე ტრენინგში, როგორც ონლაინ, ისე - მცირე ჯგუფებში. ტრენინგები ჩატარდება 2020 წლის ზაფხულის პერიოდში თბილისსა და საქართველოს შემდეგ რეგიონებში (კახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი,იმერეთი, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი, აჭარა, რაჭა-ლეჩხუმი).
ტრენინგები სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარებს დაეხმარება უკეთ შეძლონ საკუთარი ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის და პერსპექტივების შეფასება, მართონ ფინანსები, გააუმჯობესონ ანგარიშგება საგადასახადო სამსახურებთან, მოახდინონ საკუთარი პროდუქციის ბრენდინგი, გაიგონ მარკეტინგის და გაყიდვების ახალი შესაძლებლობების შესახებ, მათ შორის - კოვიდის ეპოქის მოთხოვნების შესაბამისად. ტრენინგები ასევე გააუმჯობესებინებს მათ ბიზნეს-გეგმების წერის და ბიუჯეტირების უნარებს, რაც დაეხმარება სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ახალ პროგრამებში მონაწილეობის დროს.

აღნიშნული ტრენინგების მონაწილეები ასევე გაეცნობიან შემდეგ საკითხებს: კორპორატიული სოციალურ პასუხისმგებლობა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმებასთან დაკავშირებული ვალდებულებები. ყველა ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ „სახელმძღვანელო მცირე და საშუალო ბიზნესისათვის“ და სერტიფიკატი ტრენინგებში მონაწილეობის შესახებ.
პროექტს „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან" (GEclose2EU), 2018 წლიდან დაიწყო. პროექტს ახორციელებს „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) სააგენტო „აწარმოე საქართველოსთან“ თანამშრომლობით. პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მათი ცნობადობის გაზრდა ადგილობრივ და ევროპის ბაზარზე და ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 2,3 მილიონი აშშ დოლარია და იგი 3 წლის განმავლობაში გრძელდება.

პროექტი შემდეგი კომპონენტებისგან შედგება:

კვლევა და ანალიტიკა: პროექტზე მომუშავე გუნდი კვლევების და ანალიზის შედეგად გამოავლენს საქართველოში მოქმედ მცირე და საშუალო ბიზნესის ახალ სექტორებს, პროდუქტებს და სერვისებს, რომლებსაც გააჩნიათ განვითარების, ზრდისა და ინტერნაციონალიზაციის შესაძლებლობები. ამ ორგანიზაციებისთვის შეიქმნება ის სავალდებულო მოთხოვნები, რომელსაც ეს ორგანიზაციები უნდა აკმაყოფილებდნენ სერთიფიცირებისა და ლიცენზიის მისაღებად.

კომპანიების ტექნიკური დახმარება, პირდაპირი სწავლება და კონსულტაციები: პროექტის ფარგლებში შეირჩევა 100 კომპანია ხუთი პრიორიტეტული დარგიდან, რომლებიც მიიღებენ სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერას, მათ შორის, მცირე გრანტებს. პარალელურად, საქართველოში ამ კომპანიებისთვის ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები ჩაატარებენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებასა და მასტერკლასებს. პროექტის ბენეფიციარი 100 კომპანიიდან 60 შერჩეული ორგანიზაცია გაივლის სასწავლო კურსს შვედეთში.

სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ საექსპორტო საქმიანობის მხარდაჭერა: აწარმოე საქართველოს 500 ბენეფიციარ კომპანიას, შესაძლებლობა მიეცემა სპეციალური სასწავლო პროგრამის საშუალებით, გაიღრმავონ ცოდნა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების და კომპანიის ეფექტური მართვის საკითხებში. ასევე, ეს კომპანიები ყოველწლიურად მონაწილეობას მიიღებენ მცირე და საშუალო ბიზნეს კომპანიების გამოფენა - გაყიდვაში. ქართული კომპანიების ცნობადობის გაზრდა ქართული კომპანიების საექსპორტო ბიზნეს-პოტენციალის პოპულარიზების მიზნით, ჩატარდება 2 მედია ტური შვედეთსა და საქართველოში, რომელშიც მონაწილეობასაც მიიღებს 20-მდე შვედი და ქართველი ჟურნალისტი. პროექტის ფარგლებში მოხდება ვებ-გვერდის www.tradewithgeorgia.com-ს განვითარება და პოპულარიზაცია ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 2106