ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
კვლევის პრეზენტაცია- საკუთრების უფლების დაცვის პრობლემა საქართველოში
11/07/2011

პრესრელიზი

11 ივლისი, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
ანა ტოკლიკიშვილი,
ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო"
ტელ: 595 22 19 99;
ელ.ფოსტა:Anuka@osgf.ge

კვლევის პრეზენტაცია- საკუთრების უფლების დაცვის პრობლემა საქართველოში
რა მდგომარეობაა მესტიაში, სვანეთში?!

[Publicity.Ge]თბილისი, 11 ივლისი, 2011 - 12 ივლისს, 12 საათზე ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" ოფისში გაიმართება ანგარიშის პრეზენტაცია "საკუთრების უფლების დაცვის პრობლემა-საქართველოში". მოცემული დოკუმენტი კვლევის მეორე ეტაპს წარმოადგენს და მასში გაანალიზებულია სვანეთის, კერძოდ კი დაბა მესტიის მკვიდრთათვის საკუთრების ჩამორთმევის ფაქტები, ასევე საუკუნეების განმავლობაში "ტრადიციულ მფლობელობაში" არსებული მიწის ნაკვეთების დაკანონებასთან დაკავშირებული სირთულეები. მოხსენების შემდგომ გაიმართება დისკუსია.

კვლევის პირველი ეტაპის შედეგები საზოგადოებას აპრილის თვეში წარედგინა, სადაც ყურადღება გამახვილებული იყო სოფელ გონიოში ორასზე მეტი მოქალაქისთვის საჩუქრად გადაცემული და დაკანონებული მიწების უკან ჩამორთმევის შემთხვევაზე.

პრეზენტაციას დაესწრებიან დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ხელისუფლების, მედიისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

წაკითხულია: 2540