პრესრელიზი
21 სექტემბერი,2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
ირინა ალიაშვილი
irinaaliashvili@gmail.com
+995558929062
ფესტივალის მეხუთე დღე
დღეს, 21 სექტემბერს, BIAFF-ის კინოფესტივალის მეხუთე დღეს, კინოთეატრ "აპოლოში" შედგება შემდეგი ფილმების ჩვენება:
17:30 სთ-ზე კინოთეატრში ნაჩვენები იქნება ფილმები EFA 1-ის სექციიდან.
20:30 სთ-ზე ამავე კინოთეატრში შეგეძლებათ ნახოთ პასკალ რაბატეს ფილმი „არდადეგები ზღვაზე", სექცია -- მხატვრული ფილმები (საფრანგეთი 2011).
დღევანდელი ჩვენება დასრულდება 22:30-სთ-ზე ფილმით „აუცილებელი მკვლელობა", რეჟისორი -- იერჟი სკოლიმოვსკი, რომელიც წარმოდგენილია ოსტატთა კოლექციის სექციაში.
ბათუმის დრამატულ თეატრში ნაჩვენები იქნება შემდეგი ფილმები:
17:00 სთ-ზე შედგება კირილ ტუშის „ხოდოროვსკის" ჩვენება. (გერმანია, 2011). ხოლო 19:30სთ-ზე კონსტანტინე (მინდია) ესაძის დოკუმენტური ფილმის „თეთრი არა-შავის" ჩვენება გაიმართება. (საქართველო 2011). ასევე ნაჩვენები იქნება ლევან წულუკიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი, „მე ვარ ჯანკი ლვეინი" აბრეშუმის გზის ქვეყნების სექციიდან (საქართველო 2011).
დღევანდელ ჩვენებას ბათუმის დრამატულ თეატრში დაასრულებს ირანელი კინორეჟისორის, დარიუშ მაჰრჯუის „მსხლის ხე". (ირანი, 1998).
კინოფესტივალის ორგანიზატორი - ბათუმის ხელოვანთა სახლი "არგანი", ოფიციალური პარტნიორი - ქ. ბათუმის მერია. კინოფესტივალის მხარდამჭერები: საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი, პოლონეთის ფილმების ინსტიტუტი, გოეთეს ინსტიტუტი, ბრიტანეთის საბჭო, აშშ-ის საელჩო. კინოფესტივალის გენერალური მედია პარტნიორი: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.
კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღების და პრეს-აკრედიტაციის მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტის მეშვეობით - info@biaff.org
სიახლეები კინოფესტივალის შესახებ პერიოდულად დაიდება კინოფესტივალის ვებ-გვერდზე (www.biaff.org), ბლოგზე (biaffbatumi.wordpress.com) და ასევე კინოფესტივალის FACEBOOK გვერდზეც - www.facebook.com/BIAFFBATUMI, რომელშიც ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია გაწევრიანება და სიახლეების მიღება.