პრესრელიზი
25 თებერვალი,2015
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
ეროვნულიკინოცენტრის
საზოგადოებასთან ურთიერთობისმენეჯერი -
ნინია ახვლედიანი,ტელ: +9955 99 900 704
n.akhvlediani@gnfc.ge
კინოცენტრის ახალი ინიციატივა
კინოცენტრი გამოდის ინიციატივით, ქართული კინოს განვითარებისა და მიმდინარე საკითხების განხილვის მიზნით გამართოს სამუშაო შეხვედრები კინომატოგრაფისტებთან.
შეხვედრები გაიმართება როგორც დამოუკიდებლად სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებთან, ასევე ერთობლივად.
პირველი შეხვედრა შედგა დღეს, 24 თებერვალს, სადაც მიმდინარე საკითხებთან ერთად კინოცენტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა პოზიცია, რომ ინფორმაცია კინოსტუდია „ქართული ფილმის" და კინოცენტრის გაერთიანების შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს და ეს იდეა არცერთ უწყებაში არ განიხილება.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა გარემოებას, რომ ეროვნული კინოცენტრი არ არის ფილმების მწარმოებელი ორგანიზაცია და მისი ფუნქციებიდან გამომდინარე, ფილმის მწარმოებელ სტუდიასთან კინოცენტრის გაერთიანება დაუშვებელად მიაჩნია.„ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე და კინოცენტრის უმთავრესი ფუნქციაა სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება კინოს სფეროში.
კონოცენტრი გამოთქვამს მზადყოფნას, სისტემატიურად გამართოს მსგავსი შეხვედრები მიმდინარე საკითხების განხილვისა და გადაჭრის მიზნით.
ეროვნული კინოცენტრი