ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
კლიმატის ცვლილების საკითხებზე ადგილობრივი თვითმართველობის მოხელეებისათვის ტრენინგ-პროგრამის პრეზენტაცია და სამუშაო შეხვედრა გაიმართება
27/09/2013

პრესრელიზი

27 სექტემბერი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
თამარ ბაგრატია, პროგრამის
საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა
ეროვნული ასოციაცია
ტელ: 595 56-55-53;
tbagratia@nala.ge


კლიმატის ცვლილების საკითხებზე ადგილობრივი თვითმართველობის მოხელეებისათვის ტრენინგ-პროგრამის პრეზენტაცია და სამუშაო შეხვედრა გაიმართება

საქართველო, - 2013 წლის 29-30 სექტემბერს, კაჭრეთში (სასტუმრო „ამბასადორი") აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამის"საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია" ფარგლებში საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია თვითმმართველობის მოხელეებისათვის ტრენინგ-პროგრამას იწყებს. (დასაწყისი: 29.09. - 14.00სთ; 30.09. - 10.00სთ.)

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები გაეცნობიან პროგრამის განხორციელებულ საქმიანობას და მომავალ აქტივობებს, ასევე მოხდება ტრენინგ-მოდულების პრეზენტაცია. ტრენინგ-პროგრამა კლიმატის ცვლილების. სოფლის მეურნეობის,მდგრადი განვითარებისა დ გარემოსდაცვითი საკითხებზე თემების ფართო სპექტრს მოიცავს და ადგილობრივი დონეზე კვალიფიცური კადრების მომზადებას შეუწყობს ხელს.

პროგრამა წარმოადგენს საკვანძო ინიციატივას, რომელიც მიმართულია საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის დღის წესრიგში გარემოს დაცვითი და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების ინტეგრირებაზე. პროგრამა ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილების და სოფლის მეურნეობის საკითხების აქტუალიზაციას და აღნიშნულ საკითხებზე მომუშავე სპეციალური ერთეულების შექმნას, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობების ფუნქციების განხორციელებას ბუნებრივი რესურსების მართვის, სივრცითი დაგეგმარებისა და მდგრადი განვითარების სფეროში.

პროგრამა ხორციელდება საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ და შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის დიდსულოვანი მხარდაჭერის შედეგად და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ძალისხმევის საფუძველზე.

აშშ-ს მთავრობა მხარს უჭერს აღნიშნულ ინიციატივას საქართველოში, როგორც მნიშვნელოვან ძალისხმევას საქართველოს ბუნებრივი რესურსების ეფექტური მენეჯმენტისა და დაცვისათვის.

 

წაკითხულია: 2330