პრესრელიზი
30 ოქტომბერი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საქართველოს ეროვნული ბანკი
0105 თბილისი, საქართველო
ლეონიძის ქუჩა № 3/5
ტელ: (995 32) 240 6544
ფაქსი: (995 32) 240 6577
ცხელი ხაზი: (995 32) 240 6406
ელფოსტა: mailto:info@nbg.gov.ge
ვებგვერდი: http://nbg.gov.ge//
კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობა
2012 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 15 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 3 - უცხოური ბანკის ფილიალით. წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 221.8 მლნ ლარით, ანუ 1.6 პროცენტით შემცირდა და 14.1 მლრდ ლარი შეადგინა. საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 2.3 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 16.4 პროცენტია.
უცხოური კაპიტალის მონაწილეობამ ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 76.4 პროცენტი შეადგინა.
გასული თვე საბანკო სექტორმა მოგებით დაამთავრა. სექტემბრის თვის წმინდა მოგებამ 24.5 მლნ ლარი შეადგინა.
ხუთი უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკის წილმა საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში 82.0 პროცენტი შეადგინა.