პრესრელიზი
28 ივლისი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირები:
ნიკა ნანუაშვილი
995 32 212215/16
995 77 47 19 99
ფაქსი:995 32 334102
კომერციული ცენტრის, "ლილოს" მფლობელი შპს "ელსავაკო" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა
[Publicity.ge] თბილისი, 28 ივლისი, 2010 - კომერციული ცენტრის, "ლილოს" მფლობელი შპს "ელსავაკო" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა. ბიზნეს გაერთიანებაში განმარტავენ, რომ ასოციაციის წევრთა რაოდენობა იზრდება და "ელსავაკო" უკვე გაერთიანების ოფიციაკური 43-ე წევრია.
საბითუმო და საცალო სავაჭრო ცენტრი "ლილო" 1990 წელს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში დაფუძნდა. მენეჯმენტის ინფორმაციით, "ლილო" პირველი მსგავსი ტიპის კომერციული ცენტრი, რომელმაც ოფიციალურ საქმიანობაზე ნებართვა ხელისუფლებისგან მიიღო. წლების განმავლობაში კომერციული ცენტრი "ლილოს" პროდუქტით მარაგდებოდა არა მხოლოდ საქართველოს რეგიონები, არამედ ამიერკავკასიის ქვეყნების დიდი ნაწილი.
დღესდღეობით "ლილო" 5 000-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს მოიცავს. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კომერციული ფართების იჯარით გაცემა და მოიჯარეებისთვის მომსახურების გაწევა, კერძოდ, მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნა.
კომერციული ცენტრი "ლილო" არის ჯგუფის წევრი, რომლის საქმიანობებიც მოიცავს ბიზნესის სხვადასხვა სფეროს, როგორიცაა ბიზნეს ცენტრი "კალასი" ( www.kalasi.ge) ტურისტული სააგენტო "კალასი ტური"( www.kalasitour.ge ) და შპს "სეტლი."
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია 2009 წლის ოქტომბერში დაფუძნდა. დღეისათვის ასოციაცია ერთ-ერთი უმსხვილესი ბიზნესმენთა გაერთიანებაა საქართველოში, რომლის წევრებს წარმოადგენენ მსხვილი და საშუალო ბიზნეს ორგანიზაციები. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ძირითადი საქმიანობის სფერო მოიცავს იმ საკითხებს, რაც წარმოადგენს წევრთა საერთო ინტერესებს და რაც რთული გადასაწყვეტია ცალკეული კომპანიის ძალებით. ასოციაციის წევრები მოიცავენ ბიზნესის სხვადასხვა სფეროებს, მათ შორის: ადგილობრივი წარმოება, საბანკო-საფინანსო, სადაზღვეო, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ტელეკომუნიკაციები, სატრანსპორტო, გადაზიდვები, საკვები და სასმელი პროდუქტების წარმოება, სამშენებლო, სამშენებლო მასალების წარმოება, მოპოვება-გადამუშავება და სხვა. დღევანდელი მონაცემებით, კერძო სექტორში ასოციაციის წევრების მიერ დასაქმებულთა რიცხვი მთლიანობაში 60,000-ს აღემატება.