ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
06/07/2017
კომპანია ბრეინ დრეინმა (Brain Drain) სკოლებისთვის ინოვაციური სერვისის შეთავაზება დაიწყო
საერთაშორისო კომპანია „ბრეინ დრეინი“ უკვე ერთი წელია ანებივრებს მომხმარებლებს ხარისხიანი გასართობი ქვესტებით და 5 სხვადასხვა სირთულის და კონცეფციის გაქცევის ოთახს სთავაზობს. ინოვაციური პროდუქტი ძირითადად დასვენებისა და გართობის თანამედროვე მეთოდებს გულისხმობს. კომპანიის ძირითადი მომხმარებლები 10 წლიდან 55 წლამდე ადამიანები არიან, რომლებსაც სტრესული, დამღლელი დღის აქტიურად და ახლებურად დაგეგმვა სურთ.
ახლახანს კომპანიამ სპეციალურად სკოლის მოსწავლეებისთვის და მათი პედაგოგებისთვის განსაკუთრებული სერვის-პაკეტი შეიმუშავა, რაც არა მხოლოდ მოსწავლისთვის არის საინტერესო, არამედ სკოლის წარმომადგენლებსაც უადვილებთ ბავშვებთან მუშაობისა და ურთიერთობის პროცესს. მომსახურების ეს მიდგომა უკვე აპრობირებულია დასავლეთის მთელ რიგ ქვეყნებში და მისი გამოყენების დროს პედაგოგები ხშირად ფსიქოლოგის რეკომენდაციებსაც ითვალისწინებენ.
პროდუქტის პირველი პრეზენტაცია „ბრეინ დრეინმა“ რამოდენიმე წამყვან სკოლებთან გამართა. მიმდინარე კვირაში ჩატარებულ ერთ-ერთ შეხვედრაზე სკოლის დირექტორებმა და პედაგოგებმა თვითონ გსმოცსდეს ქვესტები და ახლოს გაეცნენ იმ უპირატესობას, რასაც გართობის ეს ფორმა სთავაზობს პედაგოგებსა და მათ მოსწავლეებს.
"Escape game room" გართობის უპირბო ალტერნატივას წარმოადგენს პროგრესულად მოაზროვნე ,მძაფრი შეგრძნებების მოყვარული ადამიანებისთვის მთელს მსოფლიოში . მიხარია, რომ "ინოვაციური საწარმოს მენეჯმენტის" 2 წლიანი ,საერთაშორისო MBA - ასევე ინოვაციური, საერთაშორისო კომპანიის BRAIN DRAIN- ის ხელმძღვანელობით დაგვირგვინდა!, ! Brain Drain - ი ტექნოლოგიების და კონცეპტუალური დრამატურგიის იდეალური კოლაბორაციით , ქმნის ყველა სეგმენტისთვის საინტერესო, ემოციურად დატვირთულ და დაუვიწყარ თავგადასავალს და უკვე ფლობს ორ ფილიალს ბოსტონსა და ვაშინგტონში ,რომელსაც სუპერ-პროფესიონალებით დაკომპლექტებული ქართულ-უცხოურ გუნდი ქმნის! - განაცხადა კომპანია „ბრეინ დრეინ“ თბილისის ხელმძღვანელმა განო მელითაურმა.

„ჩვენ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ, რადგან საქართველო არ უნდა ჩამორჩესს მსოფლიოს თანამედროვე კომუციას გართობის ინდუსტრიაში. „ბრეინ დრეინის“ მიზანია შექმნას ინოვაციური , განსხვვებული და სასარგებლო პროექტები, წელსაც არ იქნება გამონაკლისი და ვინაიდან ჩვენი მიზანია მაქსიმალურად გამოვიყენოთ კომპანიის შესაძლებლობები ქართველი მომხმარებლების კეთილდღეობისთვის, ახალ ინიციატივას ჩავუყარეთ საფუძველი - ვიწყებთ კერძო და საჯარო სკოლებთან კოლაბორაციას რომელიც მოსწავლეებისთვის კლასგარეშე განათლების ფარგლებში - პიროვნულლი უნარების, კონფლიქტების მოგავრების და გუნდურად მუშაობის ალტერნატიული მეთოდით სწავლებას გულისხმობს"- დასძინა შეხვედრაზე განომ

ორგანიზაციის შესახებ
კომპანია „ბრეინ დრეინი“ (Brain Drain) ბაზარზე ამ ეტაპზე 5 ახალი სათამაშო ოთახით ემსახურება მომხარებლებს, ასაკობრივი კატეგორია 10 წელს ზემოთაა. ქვესტების გარდა, კომპანია სტუმრებს წვეულებების დაგეგმვას სთავაზობს. მსურველებს შეუძლიათ საკუთარი დაბადების დღე და ნებისმიერი ღონისძიება სწორედ ინოვაციურ გარემოში აღნიშნონ. ასევე სპეციალურად თანამშრომლებისთვის შექმნილია გუნდური თამაშების სერია რომელიც მოწვეულ სპეციალისტებთან და ფსიქოლოგებთან ერთად შემუშავა და იგი “თიმ ბილდინგისთვის” გამოიყენება. განახლებული სათამაშო ოთახების საშუალებით შესაძლებელია ერთ დროულად 5-მა და რიგ შემთხვევაში 7-მა ადამიანმაც ითამაშოს ერთად. კომპანია „ბრეინ დრეინი“ უკვე 3 ფილიალს ფლობს მსოფლიოს მასშტაბით. უახლოეს პერიოდში კი კომპანია კიდევ ერთ ინოვაციურ სერვისსაც შესთავაზებს ქართველ მომხმარებლებს.
წაკითხულია: 3961