ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
კომპანია გუდვილი რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის კვირეულს უერთდება
05/08/2011


პრესრელიზი

5 აგვისტო,2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
თეა გოცაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობების მენეჯერი
ტელ: (+995 32) 24 36 73 

კომპანია გუდვილი რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის კვირეულს უერთდება

[Publicity.Ge]თბილისი, 5 აგვისტო, 2011 - 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის კვირეულს კომპანია გუდვილი უერთდება. 8 და 9 აგვისტოს გუდვილის ქსელის ყველა თანამშრომელი  ყაყაჩოს გამოსახულებიან მაისურებს ატარებს. საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობით კომპანია გუდვილი მცირე წვლილს შეიტანს 2008 წლის ომში დაღუპულთა ოჯახების დასახმარებლად და პატივს მიაგებს  დაღუპულ გმირებს.

აღნიშნული აქცია  „ფრაიმთაიმის" მიერ ორგანიზებულ „ხსოვნის კვირეულის" ფარგლებში იმართება. კვირეულის სიმბოლოა ერთიანობისა და სამშობლოსათვის დაღვრილი სისხლის სიმბოლო - კრწანისის ველის წითელი ყაყაჩოები.

წაკითხულია: 2697